|
545 |
---|
EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსს აცხადებს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Culture, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ ქალაქებში, რომლებსაც დედაქალაქის სტატუსი არ აქვთ, კულტურული სფეროს და სექტორთაშორისი ინოვაციური პროექტების მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ ფარგლებში შეუწყოს ხელი კულტურათაშორის თანამშრომლობასა და დიალოგს. კონკურსი ეძებს ორი ტიპის პროექტებს:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი ქვეყნების კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს. წინადადებების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან კონსორციუმის სახით, რომელშიც ორიდან ხუთ პარტნიორამდე შეიძლება გაერთიანდეს. წამყვანი განმცხადებელი უნდა იყოს „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ რომელიმე ქალაქიდან (სია იხილეთ ქვემოთ), თანაგანმცხადებლები კი ქსელის გარეთ არსებული ქალაქების წარმომადგენლებიც შეიძლება იყვნენ. კონკურსი მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც მაქსიმუმ 10 თვემდე გაგრძელდება და 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში განხორციელდება. თითოეული პროექტისთვის მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 25,000 ევროა. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივლისი, 18:00 საათი (ცენტრალური ევროპის დროით). განაცხადის შესატანად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე და წარადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები. სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა 5 ივნისს ჩატარდება (სარეგისტრაციო ბმული). „EU4Culture-ის ქალაქების ქსელი“ პროექტ EU4Culture-ის ფარგლებში შექმნილი პლატფორმაა. მისი მიზანია, კულტურისა და შემოქმედებით სექტორში თანამშრომლობის ხელშეწყობა 14 შერჩეულ ქალაქში, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად. ეს ქალაქებია: ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდი საქართველოში, ხირდალანი, ლენქორანი და შაქი აზერბაიჯანში; კაჰული და ორჰეი მოლდოვის რესპუბლიკაში; ჩარენცავანი, იჯევანი და სევანი სომხეთში; და ოდესა, რივნე და ვინიცა უკრაინაში. პროექტს, EU4Culture, ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie). დამატებითი ინფორმაცია რჩევები განაცხადის შესავსებად PDF
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |
11-05-2023
წყარო: EU4Culture
20-12-2022 ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის |
---|
18-02-2019 რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო |
17-01-2023 ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის |
07-05-2019 ირაკლი ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა |