კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“
ნავიგატორი
427


კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“

კონკურსის შესახებ:

 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში აცხადებს უკვე ტრადიციულ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“. 2023 წელს კონკურსის თემაა: საქართველო ევროპაა.

 

კონკურსის მიზანი:
ახალგაზრდული კონკურსის – „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს: მათ შორის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. მოსწავლეების შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.

კონკურსის თემაა: საქართველო ევროპაა.

 

მონაწილეებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ საინფორმაციო კამპანია, ფლეშმობი, სოციალური მედია კამპანია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები (მაგ. ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება და ა.შ.) და სხვა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე რასაც ქვეყანა მიიღებს. ასევე საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, ჩვენი ღირებულებების სიახლოვეზე და იმაზე რომ „საქართველო ევროპაა“.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მიეცემათ ონლაინ შეხვედრებზე დასწრების საშუალება, სადაც მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას და მასალას ამ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვის და განხორციელებისთვის.

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი მასალა:

საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოთ აქტივობის მოკლე ანგარიში (ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟი, ბმული და სხვა); (დეტალური ინსტრუქცია იხ. საკონკურსო განაცხადის ფორმაში https://civilin.org/wp-content/uploads/2023/05/sakonkurso_ganatskhadis_phorma_2023.docx).

შეფასება:

კონკურსი ახალგაზრდებისთვის – „ეს ქვეყანა შენია“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან რეგიონების მიხედვით. რეგიონის გამარჯვებულებს გამოავ-ლენს კომპეტენტური ჟიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქალაქო განათლების ექსპერტების მონაწილეობით. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

საკონკურსო მასალების შეფასების კრიტერიუმები:

შესაბამისობა კონკურსის მიზანთან (20%);
ეფექტურობა – რამდენად სწორად და ეფექტურად მიაღწია კონკურსანტმა წინასწარ დასახულ მიზანს (25%);
მასშტაბი/მოცვა– რამდენად ბევრ ადამიანს შეეხო/ნახა/გააზიარა ეს აქტივობა, ან რამდენად ფართო გამოხმაურება მოყვა მას (25%);
კრეატიულობა – რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი (15%);
გავლენა – რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და „აჰა“ განცდის მომგვრელი საკონკურსო აქტივობა (15%).

კონკურსის ვადები:

საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა განხორციელდეს 2023 წლის ივნისიდან – 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით.
წარმოდგენილი საკონკურსო მასალა უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განხილება.
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 31 ოქტომბრისა შემდეგ მისამართზე: csogeorgiage@gmail.com

 


 

წყარო: https://stipendia.ge/

17-07-2023

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

28-10-2022

თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - „განაწილებას“ შესთავაზებს

13-05-2019

თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა

23-12-2022

Scholarships offered by the Romanian State to foreign citizens through the MFA

21-03-2019

ლონდონს ბრექსიტის გამო ტრილიონი სტერლინგის აქტივები ტოვებს

21-03-2019

ლონდონს ბრექსიტის გამო ტრილიონი სტერლინგის აქტივები ტოვებს

28-10-2022

თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - „განაწილებას“ შესთავაზებს

13-05-2019

თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა

23-12-2022

Scholarships offered by the Romanian State to foreign citizens through the MFA


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ