|
385 |
---|
EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს
EU4Youth პროგრამის მიერ საგრანტო სქემის ფარგლებში შერჩეული ცხრა პროექტის დასაწყებად 4-6 ივლისიდან თბილისში შეხვედრა გაიმართება. ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროგრამის, EU4Youth-ის საგრანტო სქემის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში დაეხმაროს. 6 მილიონი ევროს საერთო ბიუჯეტის მქონე გრანტები გადაეცა ცხრა პროექტს იმ აქტივობათა განსახორციელებლად, რომელთა მიზანიც ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი პირების, გაძლიერებაა. პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, რომელთა დახმარებითაც ახალგაზრდები შეიძენენ საჭირო უნარებსა და გამოიყენებენ ახალ შესაძლებლობებს. ამ აქტივობებში შედის მენტორობა და ტრენინგის პროგრამები, პრაქტიკული სწავლება, ცენტრების დაარსება და ახალგაზრდული ბაზრობების მოწყობა, ინოვაციური მეთოდების შემუშავება და სხვა. ევროპის განათლების ფონდის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებისთვის ნიშნეულია მოსახლეობის დაბერება, მზარდი მობილობა, დასაქმების შედარებით მაღალი მაჩვენებლები, ახალი სამუშაო შესაძლებლობების გაჩენა და მოსახლეობის განათლების მაღალი მაჩვენებელი. 2021 წლის მონაცემებით, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში (30.76%) და სომხეთში (36.09%) არის. აზერბაიჯანში 15-24 წლის ახალგაზრდების 16.49%-ზე მეტია დაუსაქმებელი, ბელარუსში ეს რიცხვი 10.4%-ს უტოლდება, ხოლო მოლდოვაში — 9.13%-ს. უკრაინაში უმუშევრობის მაჩვენებელი 2021 წელს 19.11%-ს უდრიდა, თუმცა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა EU4Youth-ის თანახმად, ამ ზაფხულს დაწყებული საგრანტო პროექტები რეგიონში ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირებაზე იმუშავებენ. ამას ისინი სოციალური მეწარმეობის წახალისებითა და კარიერული წინსვლისა და დასაქმების მიმართულებით ახალგაზრდების მხარდაჭერით მიაღწევენ. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებზე ფოკუსირებულ ორგანიზაციათა შორის კავშირების დამყარებას და ისეთი ინოვაციური მეთოდების შემუშავებას, რომლების დახმარებითაც ახალგაზრდებს მოქნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობები მიეცემათ. ამ გზით ისინი ახალ უნარებსა და ცოდნას მათთვის ხელსაყრელი ტემპით შეიძენენ. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი მათთვის იქნება, ვისაც გეოგრაფიული ან ფინანსური შეზღუდვები აქვს. პროექტები ასევე უზრუნველყოფს იმ ინფრასტრუქტურასა და რესურსებს, რაც ახალგაზრდების მიერ მეწარმეობის დაწყებისთვისაა საჭირო. პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტოს (CPMA) მიერ განხორციელებული EU4Youth-ის ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამის მესამე ფაზა ფინანსდება ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე განსაზღვრული ამ ინიციატივის მთავარი მიზანია იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ტექნიკური მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის საკითხებზე მუშაობენ.
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |
17-07-2023
წყარო: EU4Youth
17-02-2019 გიორგი ქობულია - დღეს დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით |
---|
06-03-2019 მიმდინარე წლის 5 მარტს, სასტუმროში „ტიფლის პალასი“ გაიმართა ქათველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი ღონისძიება |
02-05-2019 ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება |
04-03-2019 უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება |