|
| 1828 |
|---|
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა
| საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის - საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე.
ასევე აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალი. იაპონური მხარის შეფასებით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში და ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.
ასევე გამოითქვა ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გამოფენის - საქართველო - ღვინის სამშობლო მნიშვნელობას, რომელიც ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი, საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იასუტოში ნიშიმურა, ხოლო საქართველოს მხრიდან - იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დეპუტატები - გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. |

14-03-2019
წყარო: commersant.ge
|
07-03-2019 იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan 2019, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. |
|---|
|
29-05-2019 ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ |
|
13-05-2020 პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს. |
|
15-04-2019 ფულადი გზავნილების მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა |