რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში
ნავიგატორი
1616


რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზეა.

2019 წლის იანვარში კი საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 77 292 700 დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით ჩინეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

2019 წლის იანვარში ჩინეთში იმპორტმა 74 394 600 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფს, რომელიც იანვარში ჩინეთიდან შემოვიდა - პირველ ადგილზე გავიდა ტურბინები წყლის ორთქლზე და ტურბინები ორთქლზე, რომლის იმპორტმა 7 702 400 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა - ტუმბოები საჰაერო ან ვაკუუმიანი, საჰაერო ან აირის კომპრესორები და ვენტილატორები 4 746 400 დოლარით. მესამეზე გავიდა ძრავები და ელექტრული გენერატორები, რომლის იმპორტმაც 3 519 500 დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილზე 2 732 300 დოლარით პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები გავიდა. მეხუთეზეა პულტები, პანელები, კონსოლები, მაგიდები, გამანაწილებელი ფარები 2 549 100 დოლარით.

შემდეგი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 2 400 100 დოლარი

  • რეზინის პნევმატური სალტეები და ახალი საბურავები - 1 824 200 დოლარი

  • ნახშირის ელექტროდები, ნახშირის მუსები, ნახშირები ნათურებისთვის ან ბატარეებისათვის - 1 605 400 დოლარი

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელობა - 1 355 200 დოლარი

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 1 299 500 დოლარი

2019 წლის იანვარში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტმა 2 898 100 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფს - ესაა ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმაც 1 406 500 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი 551 700 დოლარით. მესამეზე გავიდა ორთოპედიული სამარჯვები და სხეულის ხელოვნური ნაწილები, რომლის ექსპორტმაც 155 100 დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილზე 153 700 დოლარით გავიდა - კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები. მეხუთე ადგილზეა დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული სამარჯვები, რომლის ექსპორტი 128 500 დოლარი იყო.

შემდეგი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი - 114 900 დოლარი

  • მსუბუქი ავტომობილები - 105 700 დოლარი

  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 99 400 დოლარი

  • თხილი და სხვა კაკალი - 66 000 დოლარი

  • ფორტეპიანოები, კლავესინები და სხვა კლავიშიანი სიმებიანი ინსტრუმენტები - 33 300 დოლარი

17-03-2019

წყარო: bpn.ge

08-04-2019

BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან

24-05-2019

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს

19-02-2019

Equipping Azerbaijani business for international e-commerce

25-02-2019

2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა

25-02-2019

2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა

08-04-2019

BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან

24-05-2019

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს

19-02-2019

Equipping Azerbaijani business for international e-commerce


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ