Night Lab | Hackathon
ნავიგატორი
1525


Night Lab | Hackathon

29-31 მარტს, Ghvinis Karkhana - ღვინის ქარხანა-ში თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის და Tbilisi Startup Bureau-ს ორგანიზებით Night Lab Tbilisi-ის პირველი ღონისძიება (ჰაკათონი) გაიმართება.

Night Lab არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების სერია, რომლის ფარგლებშიც პროგრამისტები, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, ანტრეპრენერები ან უბრალოდ კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, ახდენენ პროდუქტის ან ბიზნეს მოდელის იდეის გენერირებას და ღონისძიების ფარგლებში მის აღსრულებას ან გარკვეულ ეტაპამდე მიყვანას.

სერიის მიზანია, ღამის ეკონომიკის ჭრილში, მიკრო და საშუალო ბიზნეს პროექტებისა და პროდუქტების განვითარება, ინოვაციური იდეების გენერირება და ხელშეწყობა.

Night Lab-ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი უნარებისა და გამოცდილების მსურველს, ვისაც აქვს ინოვაციური და უნიკალური იდეა და სურვილი, საკუთარი იდეა რეალობად აქციოს.

48 საათის განმავლობაში გუნდური მუშაობის შედეგად და კომპეტენტური მენტორების ზედამხედველობის პირობებში შექმნან ციფრული სერვისები, პროდუქტის პროტოტიპები, აპლიკაცია/ვებგვერდები, მოწყობილობები ან მონაცემების მოძიების და ვიზუალიზაციის საშუალებები, რომლებიც რელევანტურია ღამის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

პროექტების შეფასება მოხდება სპეციალურად შერჩეული კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალებით: კრეატიული, ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროებიდან.

გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ: I ადგილი - 3000 ლარი, II ადგილი - 2000 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA, Spark • სპარკი, Orient Logic • ორიენტ ლოჯიკი, Grant Thornton Georgia, Edison • ედისონი, Dunkin' Donuts და Wendy's Georgia.

პროექტის მთავარი მედია პარტნიორია 4U.ge.

ჰაკათონის დავალებები:

დასაქმება
არსებობს ღამის საათებში სამუშაო ძალის საჭიროება და ათასობით დასაქმების მაძიებელი, რომლებიც დაინტერესებულები არიან ღამე მუშაობით (ბარმენი, ღამის ცვლის ზედამხვედელი, ტაქსის მძღოლი, კურიერი, ა.შ.).
როგორ შეგიძლიათ, გადაჭრათ ეს პრობლემა და ერთმანეთს დააკავშიროთ ღამე სამუშაოს მაძიებლები და მათი პოტენციური დამსაქმებლები?

გარემოს ხმაურით დაბინძურება
ხმამაღალი მუსიკა ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში სულ უფრო მეტ დისკომფორტს და საშიშროებას უქმნის თბილისის “ტურისტული უბნებნების” მაცხოვრებლებს და მათ ჯანმრთელობას. ზოგიერთ ადგილას მუსიკა იმდენად ხმამაღალია რომ დაწესებულებების კლიენტების, ან სასტუმროების სტუმრების გაღიზიანებასაც კი იწვევევს.
როგორ შეგიძლიათ, შეაგროვოთ, გაანალიზოთ და ვიზუალურად გამოსახოთ მონაცემები თბილისის ხმაურით დაბინძურების შესახებ? როგორ შეძლებს თქვენი პროდუქტი ქალაქის მუნიციპალურ სამსახურებს დაეხმაროს აღნიშნულ გამოწვევასთან ეფექტურ ბრძოლაში?

ტრანსპორტი
ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს სჭირდება ღამის საათებში ერთი წერტილიდან მეორემდე გადააადგილება.
როგორ შეგიძლიათ, შეაგროვოთ, გააანალიზოთ და ვიზუალურად გამოსახოთ მონაცემები თბილისის ეკონომიკურად აქტიური უბნების შესახებ და როგორ დაეხმარება თქვენი პროდუქტი ქალაქის მუნიციპალურ სამსახურებს ტრანსპორტის უკეთესი მარშრუტების დაგეგმვაში?

ტურიზმი, ღამის ცხოვრება და კულტურა
თბილისი თანდათან ხდება ქალაქი, რომელსაც ღამით არ სძინავს. მუსიკალური ფესტივალები, კინოჩვენებები, ფოტოგამოფენებები, არტინსტალაციები, მუზეუმები და გალერეები - ეს იმ კულტურული აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რაც თბილისის ღამის საათებში ხდება. განავითარეთ აპლიკაცია ან ვებგერდი, რომელიც ერთ ადგილას მოუყრის თავს სრულყოფილ ინფორმაციას თბილისის ღამის ცხოვრებისა და აქტივობების შესახებ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ტურისტებისთვის. როგორ შეიძლება, თქვენი პროდუქტი დაეხმაროს დედაქალაქის სტუმრებს, აღმოაჩინონ და სრულად ისიამოვნონ თბილისის ღამის ცხოვრებით?

თქვენი საკუთარი გამოწვევა
არის კიდევ რამე თემა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარებას? ჩამოაყალიბეთ პრობლემა და იპოვეთ გამოსავალი მის გადასაჭრელად ციფრული პროდუქტის (აპლიკაცია/ვებგვერდი), მოწყობილობის (hardware) ან მონაცემების მოძიება/ვიზუალიზაციის გზით.

რეგისტრაცია შესაძლებელია 20 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/8WWJ1q
(მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სრულწლოვან მსურელებს.)

ინფოსესიები:
14 მარტს, 15:00-15:30, Terminal • ტერმინალი
აბაშიძის 34

14 მარტს, 17:00-17:30, UG Startup Factory
კოსტავას 77, #116 აუდიტორია

15 მარტს, 16:00-16:30, Impact Hub Tbilisi
ნინოშვილის 8

16 მარტს, 18:00-18:30, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University
პაატა სააკაძის 1

17 მარტს, 14:30-15:00, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia
ალექსიძის 1/4

18 მარტს, 13:00-13:30, BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ჭავჭავაძის გამზირი 82

18 მარტს, 17:00-17:30, ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia
ინოვაციების 7

შერჩეული მონაწილეების ანონსი, მოხდება 21 მარტს.

18-03-2019

წყარო: თბილისის ღამის ეკონომიკა

17-02-2019

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

18-02-2019

რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო

04-04-2019

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აპტოსის საკონფერენციო დარბაზში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

04-08-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

04-08-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

17-02-2019

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

18-02-2019

რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო

04-04-2019

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აპტოსის საკონფერენციო დარბაზში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ