საუდეთი ახალი ტურისტული ადგილისთვის 20 მილიარდ დოლარს დახარჯავს
ნავიგატორი
2081

საუდეთი ახალი ტურისტული ადგილისთვის 20 მილიარდ დოლარს დახარჯავს

საუდის არაბეთი ახალი ტურისტული ტერიტორიის განვითარებას გეგმავს, რაზეც 2035 წლამდე 20 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ახალი გეგმის ე.წ. საგზაო რუქის შემუშავება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც მას პოტენციურ ინვესტორებს წარუდგენენ.

საუბარია, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ალ-ულაზე და მის შემოგარენზე. ამ ქალაქის მახლობლად მდებარე, ამჟამად დაუსახლებელი სოფელი (ად-დირა) იუნესკო-ს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ქვითა და მიწითაა ნაშენები. გარდა ამისა, რეგიონში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტებია აღმოჩენილი.

ახალი ტურისტული მიმართულების გახსნა არის ნაწილი იმ დიდი გეგმისა, რომელიც ამჟამად ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციას ითვალისწინებს.

ალ-ულას ტურისტული პროექტის სამეფო კომისიის მთავარი აღმასრულებელი ამრ მადანი ამბობს, რომ მიზნობრივი ინვესტიციებით, 35 000 სამუშაო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ახალი ტურისტული ცენტრიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მომდევნო 17 წელიწადში დაახლოებით 120 მილიარდ რიალს (32 მილიარდ დოლარს) მიიღებს.

„დასაწყისში ინვესტიციების ძირითადი ნაწილი სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება, თუმცა შემდეგ სახსრები ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ, ინვესტიციები სოფლის მეურნეობას, მუზეუმებს და კინოს წარმოებას მოხმარდება.

საუდის არაბეთის მთავრობამ, საფრანგეთთან პარტნიორობით უკვე დაიწყო ალ-ულას ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება. ცნობისათვის, ალ-ულა ცნობილია კლდეში გამოკვეთილი საფლავებით, ასევე ნაბატეანელების (არაბთა წინაპრები) ქვაში კვეთის ნიმუშებით, რომელთა ასაკიც 2 000 წელზე მეტია და სხვა სიძველეებით. ცნობისათვის, სწორედ ნაბატეანელთა მიერ არის აგებული ანტიკური ქალაქი პეტრა, რომელიც მეზობელ იორდანიაში მდებარეობს.

22-03-2019

წყარო: bpn.ge

04-03-2019

უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება

03-04-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შესამუშავებლად გამართულ საჯარო დისკუსიაში ჩაერთო

29-10-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახლი კანონპროექტი წარადგინა

18-02-2019

საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები 2019/2020

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ