აკაკი ჩარგეიშვილის იდეა მთავრობას - „ანაკლიის პორტის“ მშენებლობა „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი საინვესტიციო ფულით დაფინანსდეს
ნავიგატორი
1375


აკაკი ჩარგეიშვილის იდეა მთავრობას - „ანაკლიის პორტის“ მშენებლობა „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი საინვესტიციო ფულით დაფინანსდეს

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი მთავრობას ინიციატივით მიმართავს - „ანაკლიის პორტის“ მშენებლობა დაფინანსდეს „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი საინვესტიციო ფულით, რომელიც უკვე 110 მილიონ ლარს გასცდა და ყოველდღიურად იზრდება.

როგორც ჩარგეიშვილი კომერსანტთან საუბარში განმარტავს, ამის შემდეგ ბევრი კითხვა მოიხსნება, დაფინანსება იქნება რეალური და შედეგზე ორიენტირებული. მისი განმარტებით, ამ თემის სწორად რეალიზაცია ყველა მხარეს შედეგობრივად კმაყოფილს გახდის. რაც მთავარია, ქვეყანა რამდენიმე მაღალი ნახტომით საერთაშორისო რეიტინგებში ამაღლდება.

მისივე განმარტებით, „საპენსიო სააგენტო“ ვალდებულია კანონით მოახდინოს ამ ფულის ინვესტირება სხვადასხვა ბიზნესებში, მან კი ეს დღემდე  ვერ გააკეთა.  ანაკლიის პროექტი შესანიშნავი საშუალებაა დააბანდოს სააგენტომ ეს ფული ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული და მომგებიანი პროექტის დაფინანსებაში. თან ჩვენყველა გავხდებით ამ პროექტის აქციონერები,-აღნიშნავს ჩარგეიშვილი.

მისივე განმარტებით, საინვესტიციო საბჭო, რომელიც  საპენსიო სააგენტოში უნდა დაკომპლექტდეს, ალბათ  ზაფხულამდე ვერ ამოქმედდება. ამ დრომდე  კი სააგენტოში არსებული საპენსიო ანარიცხები  200 მილიონ ლარს  გადააჭარბებს, ერთ წელში კი მისი მოცულობა 600 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

„ ეს ფული დღეს გაქვავებული დევს. მაშინ, როდესაც საპენსიო ანარიცხების  პირდაპირი დანიშნულება არის ის, რომ მისი ინვესტირება მოხდეს. ეს თანხა რომ განთავსდეს ანაკლიის პორტის დაფინანსებაში, ანაკლიის კონსორციუმი  უნდა იყოს საჯარო სააქციო საზოგადოება,შესაბამისად,საპენსიო  სააგენტო გახდება აქციონერი და ჩვენ ყველანი  პროექტის  დონორი აქციონერები.

 ჩვენ  ამით გავაკეთებთ უზარმაზარ, საშვილიშვილო საქმეს.იდრე საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს თუ არ გააუქმებს საპენსიო ფონდს, ეს ფული დაბანდებული იქნება. ამ ფულით აშენდება საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაცხადებული, სტრატეგიული და მომგებიანი პროექტი. ჩვენ ამ პროექტის აქციონერები ყოველ დღე ვიქნებით იმის ზრუნვაში, რომ პორტი კარგად მუშაობდეს.

ვაცხადებ, რომ დაფინანსების ფული მოძებნილია.ეს იქნება „საპენსიო ფონდის“ მიზნობრივი ხარჯვა“-აღნიშნავს ჩარგეიშვილი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  პირველი ფაზისთვის 620 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის”  ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი სრულად მობილიზებულია.ინვესტორთა შორის არიან: თიბისი ჰოლდინგი -70 მილიონი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი - 400 მილიონი, საინვესტიციო ფონდი - 100 მილიონი, SSA Marine - 20 მილიონი, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები - 30 მილიონი.

22-03-2019

წყარო: commersant.ge

21-03-2019

„ჰაბ ჯორჯია“ ტვირთების გადაზიდვაზე კვლევას იწყებს

09-09-2019

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტზე სასწავლო კურსის პირველ დღე

10-10-2022

ოქსფორდის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

29-03-2019

Caucasus built 2019 in Expogeorgia for a talk and introduction to our shingles

29-03-2019

Caucasus built 2019 in Expogeorgia for a talk and introduction to our shingles

21-03-2019

„ჰაბ ჯორჯია“ ტვირთების გადაზიდვაზე კვლევას იწყებს

09-09-2019

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტზე სასწავლო კურსის პირველ დღე

10-10-2022

ოქსფორდის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ