მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორის წარმომადგენლები „საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის’’ განსახილველად შეიკრიბებიან
ნავიგატორი
2043

მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორის წარმომადგენლები „საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის’’ განსახილველად შეიკრიბებიან

გაცნობებთ, რომ 1 აპრილს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ქ. ქუთაისში, სავაჭრო სამრეწველო პალატის იმერეთის რეგიონულ ოფისში (მის: შოთა რუსთაველის N124), მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორის წარმომადგენლები „საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის’’ განსახილველად შეიკრიბებიან. ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
განხილვის მთავარი თემებია: შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანი თაფლის წარმოების შესაძლებლობა და პროდუქციის მოცულობის ზრდა, თაფლის სტანდარტიზაციის სისტემის სრულყოფა, მეფუტკრეობის პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე დარგში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგებიან: „საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი, ასოციაცია ,,დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“ თავმჯდომარე ედუარდ მელია, ლაბორატორია ,,მულტი ტესტის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე. 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდასტუროთ წერილობით ან გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/8BTd4GpDkjQURQK88

29-03-2019

წყარო: gcci

04-03-2019

საჯარო რეესტრმა გაეროს მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა

12-06-2019

ტრენინგების ციკლი WaSH საკითხების შესახებ

29-05-2019

ცნობილია რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება

30-05-2019

კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ