|
| 2029 |
|---|
თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ
| კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე კომპანიამ დაიწყო ზაფხულისთვის მზადება. “დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება. მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა ამისა სამუშაო დღის დაწყებამდე ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა,”- წერია განცხადებაში. |

31-03-2019
წყარო: infopostalioni.com
|
15-02-2019 დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება |
|---|
|
17-07-2019 ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება |
|
10-04-2019 ბიზნესის ფინანსური დადეგმვა |
|
17-01-2023 ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის |