6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ნავიგატორი
1556


6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება

2019 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე და რეგულაცია ამოქმედდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ იმ რამდენიმე ცვლილებისა და რეგულაციის შესახებ წერს, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა.

პლასტიკის პარკები აიკრძალება

2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა.

ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება

1-ლი აპრილიდან ამოქმედდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად საკმარისი ქონება არ აქვს, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ სესხი აიღოს და ბიზნესპროექტი განახორციელოს.

სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში. აკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 ლარს.

საგარანტიო თანხების განთავსება მოხდება კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე.

მძღოლებს ნარკოტესტზე ადგილზევე შეამოწმებენ -ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სისხლის სამართლებრივად დაისჯება

1 აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული ხდება. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1 აპრილიდან ამოქმედდება.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.

40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა შეეძლებათ

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების უფლება მიეცემათ. კერძოდ, საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი ინდივიდუალური იქნება. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ჩარიცხვის) დღიდან 3 თვის შემდეგ შეძლებენ. როდის განხორციელდა პირველი საპენსიო შენატანი, ამის გადამოწმება კი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შეუძლიათ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.

ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

1-ელი აპრილიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელებია - ბრენდი, „ჭაჭა“ და მაგარი სასმელები.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

მოქალაქეთა ნაწილი პასპორტისა და ID ბარათის მიღებას უფასოდ შეძლებს

ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც ქა­ღალ­დის უვა­დო პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ფლო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტსა და პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბას მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან 1-ელ მა­ი­სამ­დე სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი სულ 401 000 მო­ქა­ლა­ქეა.

ამასთან, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტს სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ.

01-04-2019

წყარო: bpn.ge

27-02-2019

როგორ და სად უნდა შეამოწმოთ თქვენი საპენსიო დანაზოგი?

05-07-2019

ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

11-04-2019

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს

10-05-2019

Financial Times-ის მედიაგამოცემა საქართველოზე: ქვეყანა რომლის ეკონომიკაც სოლიდური ტემპით იზრდება

10-05-2019

Financial Times-ის მედიაგამოცემა საქართველოზე: ქვეყანა რომლის ეკონომიკაც სოლიდური ტემპით იზრდება

27-02-2019

როგორ და სად უნდა შეამოწმოთ თქვენი საპენსიო დანაზოგი?

05-07-2019

ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

11-04-2019

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ