|
| 1790 |
|---|
მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა
| სოფელი წინანდალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ მეორეა, სადაც მთავრობის დადგენილებით სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გაუქმდა. სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი რამდენიმე გამონაკლისის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე 5 მილიონ ლარს შეადგენს. მთავრობის მიერ 29 მარტს მიღებული დადგენილების თანახმად, ცვლილება შევიდა „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: „ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს“. მოქმედი კანონმდებლობით მოსაკრებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში 5 000 000 ლარია. ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - წელიწადში 100 000 ლარი. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა ყაზბეგის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ასევე, დაბა ბაკურიანის და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა. ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა დასოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში. ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხა იზრდება. კერძოდ, 2018 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 136.5 მლნ ლარი შევიდა, რაც 2017 წლის მონაცემზე 17 მლნ ლარით, ხოლო 2014 წლის მონაცემზე 71.6 მლნ ლარით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს. |

04-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
10-10-2022 ოქსფორდის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო |
|---|
|
11-05-2023 EU4Dialogue სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში კულტურის მენეჯმენტის აკადემიის მეოთხე ტალღას იწყებს |
|
21-03-2019 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას. |
|
16-05-2019 საჯარო ლექცია |