Visa და MasterCard ბანკებს უკონტაქტო ბარათების გამოშვებას ავალდებულებს - რა ელის ქართულ ბაზარზე მოქმედ ძველ ბარათებს
ნავიგატორი
1364


Visa და MasterCard ბანკებს უკონტაქტო ბარათების გამოშვებას ავალდებულებს - რა ელის ქართულ ბაზარზე მოქმედ ძველ ბარათებს

საერთაშორისო საგადასახადო სისტემები Visa და MasterCard-ის ბანკებს ახალ ვალდებულებას აკისრებს.

საქმე ეხება ახალ საგადასახადო ბარათებს, რომელთაც უნდა ჰქონდეთ გადახდის უკონტაქტო ფუნქცია. ახალი წესით ბარათების გამოშვების ვალდებულება ქართულ ბანკებს უკვე აპრილიდან დაეკისრათ.

როგორც MasterCard-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის აპრილიდან ევროპის, შუა აზიის, ლათინური ამერიკის, წყნარი ოკეანის და აფრიკის ქვეყნებში მოქმედი ბანკები ვალდებულები იქნებიან, რომ ყველა ახალი ბარათი, რომელსაც გამოუშვებენ, იყოს უკონტაქტო. ამასთან, მათივე ინფორმაციით, უკვე 2023 წლიდან ზემოთჩამოთვლილი რეგიონის ქვეყნებში ბანკები ვალდებულები იქნებიან, რომ ყველა პოს-ტერმინალი იყოს ჩიპიანი და

უკონტაქტო. ეს მიდგომა ქართულ საფინანსო სექტორზეც ვცელდება.

MasterCard-ში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ადამიანებს ბარათით გადახდისას საქმე გაუმარტივდებათ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს იქნება სტაბილური, უსაფრთხო და სწრაფი გადახდებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მომავალი ინოვაციების საფუძველსაც შექმნის.

MasterCard-ის ანალოგიურად კომერციულ ბანკებს უკონტაქტო ბარათების გამოშვებას Visa-ც ავალდებულებს. ამ შემთხვევაშიც, საუბარია აპრილიდან გამოშვებულ ბარათებზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ Visa-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, უკონტაქტო ბარათებთან ერთად ბანკებს ვალდებულება აქვთ, რომ POS-ტერმინალებსაც უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა ჰქონდეს.

როგორც Visa-ს საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ საქართველოში VISA უკონტაქტო გადახდების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. გლობალური მასშტაბით საქართველო უკონტაქტო გადახდების დანერგვის კუთხით წამყვან ქვეყნებს შორისაა - 10-დან 9 ადამიანი შიდა ტრანზაქციებს უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის გამოყენებით ახორციელებს. მათივე თქმით, POS ტერმინალების თითქმის 100%-ს აქვს უკონტაქტო შესაძლებლობა.

„Visa მუშაობს კლიენტებთან, რათა მოხდეს უნაღდო მომავლისაკენ შემდგომი გადასვლის მხარდაჭერა - რასაც მომხმარებლებისა და სავაჭრო ობიექტებისთვის მოაქვს დამატებითი სარგებელი გაზრდილი უსაფრთხოების, სისწრაფის და კომფორტის თვალსაზრისით. მომავალში კომერციის სფეროში წარმატების მისაღწევად, აუცილებელია, რომ გადახდის ეკოსისტემის მონაწილეები მზად იყვნენ გადახდის ახალი მეთოდების/შემთხვევების მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავს მომსახურების, არხების და ფორმის ფაქტორების ფართო არჩევანს. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომპანია Visa-ს მიერ შეთავაზებული პროდუქტის საბაზისო შესაძლებლობები ამაღლდეს იმ დონემდე, რომ მოერგოს ამ ცვალებად საჭიროებებს. 

10-04-2019

წყარო: allnews.ge

10-07-2019

ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია

29-03-2019

მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას

12-03-2019

IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს

17-07-2019

ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება

17-07-2019

ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება

10-07-2019

ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია

29-03-2019

მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას

12-03-2019

IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ