|
| 1706 |
|---|
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ
| შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელობა ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროს, გერმანიის ZIM (Zentrales Inovationsprogramm Mittelstand) ფონდის და განახლებადი ენერგიების კონსორციუმის “ეკლარიონის” ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან ბერლინში. ფონდის გენერალური დირექტორი შეხვდა ZIM-ის მენეჯმენტ კომპანიის (AiF Project GmbH) პროექტების მენეჯერს ფელიქს რიხტერს. შეხვედრაზე განიხილეს ZIM-ის და რუსთაველის ფონდის ერთობლივი პროექტის დაწყების შესაძლებლობა გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. გერმანულმა მხარემ სრული მზადყოფნა განაცხადა რუსთაველის ფონდთან უახლოეს პერიოდში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისა და პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის შესახებ. „ფონდის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიების კონსორციუმის “ECLAREON”-ის მიერ ორგანიზებულ პროექტების პრეზენტაციაში, რომელშიც მონაწილეობდა 20-მდე გერმანული, შვეიცარიული, ფრანგული, ლიხტენშტეინის და სხვა ქვეყნებიდან კომპანიის ხელმძღვანელები. ზვიად გაბისონიამ კომპანიებს წარუდგინა რუსთაველის ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა ევროკავშირის კომპანიების მონაწილეობის საჭიროებაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტებში და სამეცნიერო კვლევების დაფინანსებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. |

10-04-2019
წყარო: interpressnews.ge
|
03-04-2019 მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს |
|---|
|
01-12-2022 ინოვაციური სამიტი, ექსკლუზიური რეგიონალური ღონისძიება გაიმართება |
|
11-04-2019 აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება |
|
13-06-2019 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს |