ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ნავიგატორი
1636


ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, ვიჯაი აიერს (Vijay Iyer) შეხვდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

საუბარი შეეხო მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს და სამომავლოპარტნიორობის პერსპექტივას.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული დიალოგი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და მის გუნდთან. ჩვენ მოუთმენლად ველით MIGA-ს პროდუქტების ფართოდ გამოყენებას, რათა საქართველომ ისარგებლოს კერძო ინვესტიციების მოზიდვით, როგორც ინფრაქტრუქტურულ, ასევე სხვადასხვა პროქტებში”,- აღნიშნა MIGA-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქმიანობას ახორციელებს წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში.

MIGA-ს მიერ რისკების დაზღვევის მექანიზმი ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში.

11-04-2019

წყარო: pia.ge

10-04-2019

ბიზნესის ფინანსური დადეგმვა

22-02-2019

„Berliner Wein Trophy"-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

25-04-2019

რა ღირს მარწყვი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში?

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

10-04-2019

ბიზნესის ფინანსური დადეგმვა

22-02-2019

„Berliner Wein Trophy"-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

25-04-2019

რა ღირს მარწყვი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში?


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ