|
| 1750 |
|---|
აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა
| ახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2016-2018 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სისტემის საშუალებით, 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა ქმედითი, რომ დროულად გამოვლენილიყო მავნებელთან დაკავშირებული საფრთხეები. ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის განცხადებით, აზიური ფაროსანას საქართველოში შემოჭრის გზები ცნობილი არ არის, თუმცა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მავნებელი მწერი 2014 წელს სოჭში გავრცელდა და 2015 წელს აფხაზეთში გადაინაცვლა. თორნიკე შერმადინის თქმით, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაგვიანებული აღმოჩნდა აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების დროული პრევენციისთვის. "დროული რეაგირების შემთხვევაში კი სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა, უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის წინასწარი მომზადება", - აცხადებს თორნიკე შერმადინი. 2019 წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას გასანადგურებლად და სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონ ლარს დახარჯავს. |

11-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
07-05-2019 '2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის...' |
|---|
|
25-04-2019 პრობლემები თბილისის მეტროპოლიტენში - გვირაბებში ელექტროსისტემის შეცვლა იგეგმება |
|
19-03-2019 ბათუმი ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს |
|
05-07-2019 ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება |