|
| 2273 |
|---|
საბანკო რეგულაციები და შეზღუდვები სესხებზე - ეკონომისტები რეფორმას გაუაზრებელს უწოდებენ
| საბანკო რეგულაციები და ფინანსური პრობლემები, რომელიც რიგით მოქალაქეებს შეექმნათ - არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ექსპერტები, ხელისუფლებას აკისრებენ. ეკონომისტები ეკონომიკის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც გიორგი ქობულიამ დაადასტურა, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა, საცალო გაყიდვებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა განაცხადა, რომ შეზღუდვების მნიშვნელოვანი შეცვლა არ იგეგმება. ექსპერტები ხელისუფლების ამ დამოკიდებულებას კრიტიკულად აფასებენ და ცვლილების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ. „დღეს რეალურად სიღარიბეა და სიღარიბეა განმაპირობებელი იმის, რა პრობლემებიც არის ქვეყანაში. თუ საბანკო ინსტიტუტები არ მისცემენ ადამიანებს სესხს, სესხს მისცემს მევახშე, შესაბამისად განვითარდება ჩრდილოვანი ეკონომიკა ქვეყანაში. პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც დაიწყო ამ რეფორმების ჯაჭვი გაუაზრებლად,“-განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა. |

15-04-2019
წყარო: rustavi2.ge
|
23-11-2022 "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით Data Challenge-ი მეორედ იწყება |
|---|
|
01-04-2019 ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა |
|
22-08-2019 ექსპერტის მოსაზრება: გენდერული თანასწორობის მიღწევა გენდერული მონაცემების გარეშე შეუძლებელია |
|
13-05-2019 ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს |