|
| 2254 |
|---|
„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ
| „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. საკითხი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი და მას ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგენს. „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი წელია, შეფერხებულია. ჰესი თურქულმა კომპანია „ემ კამ“ და ნორვეგიულმა ჯგუფმა „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ“ უნდა ააშენონ. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. 19 მარტს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინვესტორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. |

19-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
01-11-2022 Pre-seed აქსელერატორი Founder Institute Georgia მორიგ ღონისძიებას მართავს |
|---|
|
26-01-2023 Journalism Partnerships |
|
29-05-2019 საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება |
|
03-08-2022 ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს |