სემეკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წარმოებას უსწრებს
ნავიგატორი
2331


სემეკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წარმოებას უსწრებს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათ წელიწადში, ყოველწლიურად, საშუალოდ 4.8 პროცენტით იზრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) წლიურ ანგარიშშია საუბარი.

სემეკის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 7.6 პროცენტი გაიზარდა, ხოლო 2016 წელთან შედარებით – 15.9 პროცენტით.

სემეკ-ის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ელექტროენერგიის წარმოების ზრდის მაჩვენებლები.

„ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით – 5.5 პროცენტით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 5 პროცენტით გაიზარდა; 2009-2018 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) საშუალოდ იზრდება 3.9 პროცენტით“, – აღნიშნულია ანგარიშში. 

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტს, 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით – 0.8 პროცენტით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.1-ჯერ გაიზარდა.

2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2.55-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს. ამასთან, ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 14.1 პროცენტით, ხოლო 2016 წლის მაჩვენებელს 5.36 პროცენტით აღემატება.

სემეკ-ის ანგარიშში არსებული მონაცემებით, 2018 წელს ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 63.96 მეგავატი იყო, მათ შორისაა 5 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

02-05-2019

წყარო: imedinews.ge

20-11-2019

საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში- გამარჯვებულები - 20 ნოემბერი

05-05-2019

საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

17-10-2019

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დასახელდა

17-10-2019

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დასახელდა

20-11-2019

საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში- გამარჯვებულები - 20 ნოემბერი

05-05-2019

საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ