|
| 2117 |
|---|
Moody’s საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკებს ასახელებს
| “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სწრაფი ზრდა ფიქსირდება, სახელმწიფო ინსტიტუტები კი სწრაფად იზრდება, მოსახლეობისა და შინამეურნეობების დაბალი შემოსავლები ზღუდავს მათ მდგრადობას ეკონომიკური შოკების მიმართ”, – აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s. მეორე პრობლემად სახელდება ისტორიული მიგრაცია, რომელიც როგორც ანგარიშშია ნათქვამი :ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს”. ამ კუთხით განსაკუთრებით აღნიშნულია ეკონომიკური განსხვავება საქართველოს, რუსეთს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ხელს უწყობს ქვეყნიდან მიგრაციას. Moody’s დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმებების ხარჯზე ეკონომიკის დივერსიფიცირებას ახდენს. შედეგად, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით FDI-ის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. საშუალოვადიან პერიოდში კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის სავაჭრო ბრუნვასა და ეკონომიკურ ზრდაზე. რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორად სახელდება მცირე მოცულობის დანაზოგებიც. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მსხვილი მოცულობის ინვესტიციები საგარეო ვალით ფინანსდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას დამოკიდებულს ხდის გარე დაფინანსებაზე. მცირე ზომის ეკონომიკა და მცირე ზომის კომპანიები ასევე სახელდება ზრდის პოტენციურ შემზღუდავ ფაქტორებად. სააგენტო რეიტინგს ოთხი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით ადგენს, რომელთა შეფასასებაც საქართველოს შემთხვევაში შემდეგია:
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე 2017 წელს (2010 წლის შემდეგ პირველად) გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს რეიტინგი ახლოს დგას შემდეგი ქვეყნების მაჩვენებლთან:
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, თურქეთის შეფასებაა Ba3 ნეგატიური, რუსეთის კი Baa3 სტაბილური. სააგენტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს, სადაც ყველაზე უარყოფითი შეფასებაა D, ხოლო მაქსიმალური კი AAA. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, ის შეიძლება იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური. |

03-05-2019
წყარო: infonews.ge
|
07-03-2019 იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan 2019, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. |
|---|
|
15-04-2019 რა თანხა შედის ბიუჯეტში თამბაქოს რეალიზაციიდან |
|
29-08-2019 ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში” |
|
05-06-2019 კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს |