|
| 1754 |
|---|
მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გურიაში პრესტური გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელი ოზურგეთში ქართული ჩაის პირველ ფესტივალს დაესწრო. ღონისძიებაში ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი მონაწილეობდა, როგორც გურიიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონიდან. ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ სოფელ ბახვს, წითელმთას, ანასელსა და გურიანთას. დაესწრნენ ბიომეურნეობის, ჩაის კრეფისა და გადამუშავების პროცესს, დაათვალიერეს არყისა და ჩაის საწარმო. ასევე ტურის მონაწილეებმა შეკვეთილში მუსიკოსებისა და მინიატურების პარკები მოინახულეს. მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე წვერმაღალას ტყე-პარკიც, რომელიც 4 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილი და ორ იარუსიანია. |

07-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
04-04-2019 ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება |
|---|
|
05-04-2019 DWV-ს „Get together“ ღონისძიება |
|
19-04-2019 ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა ან ფიზიკურ პირთა ჯგუფმა შესაძლოა მოიპოვოს 15,000-დან 100,000 ლარამდე დაფინანსება. |
|
22-05-2023 ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა |