ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე
ნავიგატორი
1793

ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე

დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ.

„დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო. მოხდა ეკონომისტთა მოსაზრებათა შეჯერება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან იმ პრობლემატიკასა და ძირითად მიმართულებებზე, რაზეც მუშაობს და აპირებს აქცენტის გაკეთებას აღნიშნული უწყება სამომავლოდ“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ აქცენტირებული ორი პრიორიტეტული საკითხი - ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა, სადღეისოდ ქართული საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი და აქტუალური პრობლემებია.

„აღნიშნული საკითხების ირგვლივ გაშლილი დისკუსია გამოხატავდა დღეს საზოგადოებაში და მის ინტელექტუალურ ელიტაში დაგროვებულ ცოდნასა და რეკომენდაციებს და ვფიქრობ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული რეკომენდაციები, მოსაზრებები დაეხმარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკეთ წარმართოს თავისი აქტიური პოლიტიკა ინვესტირების, ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტების ჩამოყალიბებისა და მათთვის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

10-05-2019

წყარო: pia.ge

16-06-2023

საზაფხულო ბანაკი 2023

21-03-2019

„მსოფლიო ბანკმა რეიტინგში საქართველო დააწინაურა მეექვსე ადგილამდე და თუ ვიღაცას ეჭვი ეპარება, წაიკითხოს, რა წერია კვლევაში"

25-02-2019

ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა

13-09-2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ