„ჭკვიანი“ საწარმო, რომელიც მოსახლეობას უდაბნოში პომიდვრის მოყვანაში ეხმარება
ნავიგატორი
1399


„ჭკვიანი“ საწარმო, რომელიც მოსახლეობას უდაბნოში პომიდვრის მოყვანაში ეხმარება

დუბაი არაბეთის გაერთიანებული საიმიროებში სურსათის სულ მცირე 80% იმპორტირებულია. ქვეყნის დედაქალაქ აბუ-დაბიში ახლადწამოწყებული ბიზნესი ამ სიტუაციის შეცვლას ემსახურება.

2016 წელს დაარსდა კომპანია „Pure Harvest Smart Farms“, რომელიც „ჭკვიან“ სათბურებს აწარმოებს. ამ სათბურებში გამოიყენება ტექნოლოგია, რომელიც მკაცრ პირობებში სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებას იძლევა. ამჟამად, ამ სათბურებში ჯერ მხოლოდ პომიდვრის მოყვანა წარმოებს, - წერს CNN Business.

„მე მინდოდა შემექმნა რაიმე ეფექტური და მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა კომპანიის თანადამუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სკაი კურტსმა. “რაიმე, რაც ერთდროულად უზრუნველყოფდა რეგიონში სურსათის უვნებლობას, წყლის რაციონალურად გამოყენებას, ეკონომიკის მრავალმხვრივ განვითარებასა და მდგრადობას".

სპარსეთის ყურის რეგიონში, ცხელი ზაფხულის პერიოდში, ტემპერატურამ შესაძლოა 120℉ (ფარენგეიტს) მიაღწიოს. სათბურებში კი მოსავლის მოყვანისათვის ოპტიმალური გარემოა შენარჩუნებული.

სათბურებში დამონტაჟებული თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს მონაცემთა ანალიზსა და მზის სინათლის, ტემპერატურისა და ტენიანობის დარეგულირებას. ასევე, წარმოებს სხვა მაჩვენებლების კონტროლიც, როგორიცაა მაგალითად, ნახშირორჟანგის, წყლისა და ჰაერის ნაკადის დონეები.

აღნიშნული სათბურები ადამიანის ჩარევას მაინც საჭიროებს, ნარგავების კონტროლის მიმართულებით, და მიღებული ინფორმაციის სისტემაში შეყვანის მიმართულებით, რათა მოხდეს სათბურში კლიმატის შესაბამისად დარეგულირება.

„მომავალში შესაძლებელია ნარგავებში სენსორების დამონტაჟება შევძლოთ და ადამიანის ჩარევაც აღარ იქნება საჭირო,“ განაცხადა იან პრინსმა, აღნიშნული მეურნეობის წამყვანმა სპეციალისტმა, „CNN“-თან ინტერვიუს დროს. „ამ ტექნოლოგიის დახვეწაზე ათასობით ადამიანი მუშაობს მსოფლიო მასშტაბით“.

აღნიშნული ტექნოლოგია არაბეთის გაერთიანებული საიმიროებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას ემსახურება, მაგრამ ამ გამოგონებამ შესაძლებელია სარგებელი არაბეთის გაერთიანებული საიმიროების საზღვრებს გარეთაც მოიტანოს. ექსპერტების თანახმად, 2050 წლისათვის, გლობალური მასშტაბით, სურსათის წარმოება უნდა გაორმაგდეს.

„იმისათვის, რომ არსებული რესურსებით ამ რაოდენობის სურსათის წარმოება იყოს შესაძლებელი, საჭიროა, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მოდერნიზება,“ განაცხადა ჰეიტორ პელეგრინამ, აბუ-დაბიში არსებული ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა.

13-05-2019

წყარო: bpn.ge

04-04-2019

მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა

15-02-2019

ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა

05-04-2019

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

20-02-2019

რას ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში

20-02-2019

რას ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში

04-04-2019

მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა

15-02-2019

ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა

05-04-2019

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ