ხულოს LAG-ს ახალი მმართველი გუნდი ყავს
ნავიგატორი
1510


ხულოს LAG-ს ახალი მმართველი გუნდი ყავს

2019 წლის 14 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი ჯგუფის არჩევნები გაიმართა. არჩევნებს წინ უძღოდა LAG-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრა, რომელზეც წევრები საარჩევნო პროცედურებს და მმართველი ჯგუფის სტრუქტურას გაეცნენ. გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე ასევე მოკლედ შეჯამდა LAG-ის ერთწლიანი მუშაობა და გამომსვლელებმა მოკლედ მიმოიხილეს ძირითადი აქტივობები.

მმართველი ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით, საიდანაც 10 წევრის არჩევა მოხდა ფარული კენჭისყრით. მმართველ ჯგუფში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მერიის ერთი წარმომადგენელი, საკრებულოს ერთი და აჭარის ა/რ აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების (ამაგების) 2 წარმომადგენელი. მმართველი ჯგუფის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო LAG-ის 59 წევრმა, საერთო რაოდენობის 90.8%. არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და დღის ბოლოს ხმის დამთვლელმა კომისიამ LAG-ის წევრებს გააცნო არჩევნების შედეგები. მმართველი ჯგუფის 15 წევრიდან, 5 საჯარო სექტორს, 7 – სამოქალაქოს, 3 კი კერძო სექტორს წარმოადგენს. მე-15 წევრი CCRG-ის წარმომადგენელია, რომელიც ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მმართველი გუნდი არჩეულ იქნა ორი წლის ვადით და LAG-ის საქმიანობას წარმართავს 2021 წლის მაისამდე.

ხულოს LAG-ში საქმიანობას განაგრძობს 65 წევრი, ამათგან 19 ქალი და 9 ახალგაზრდა. წევრთა სექტორული გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 21.5% კერძო სექტორი, 50.7% სამოქალაქო სექტორი და 27.8% საჯარო სექტორი.

ხულოს LAG-ის მისიაა:

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარება ადამიანურ და სხვა ადგილობრივი რესურსების საფუძველზე;

  • სექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა ევროპულ LEADER მიდგომაზე დაყრდნობით

  • ხულოს პოპულარიზაციის ხელშეწყობა ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით

  • ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და განვითარება

  • ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა  

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

16-05-2019

წყარო: enpard.ge

15-04-2019

გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

13-11-2019

ერევანში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული უთანასწორობის დასადგენად სპეციალური ტრენინგი ჩაატარა

20-01-2023

მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება

29-05-2019

ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა

29-05-2019

ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა

15-04-2019

გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

13-11-2019

ერევანში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული უთანასწორობის დასადგენად სპეციალური ტრენინგი ჩაატარა

20-01-2023

მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ