დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო
ნავიგატორი
1908

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო

► გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ამ მიზნით, ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 278 400 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს.

► გრანტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების დამატებით ათი ადმინისტრაციის 232 თანამშრომელს სახელფასო დანამატი დაენიშნება. შესაბამისად ტერიტორიული ადმინისტრაციების ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება გაზრდილი ხელფასით.

►  დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან. ამჟამად ფონდი 10 დაცულ ტერიტორიაზე საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს.

►  ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს.

29-05-2019

წყარო: Agency of Protected Areas (Georgia)

25-05-2023

„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

22-07-2019

ზუგდიდში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმე ქალები დარგის ექსპერტებს ხვდებიან

23-02-2019

“ბაკურიანი” კოსმეტიკურ ბაზარზე შედის

18-10-2019

საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ