აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული სახლის ქირაობა თვეში $1,5 მილიონი ღირს
ნავიგატორი
1791

აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული სახლის ქირაობა თვეში $1,5 მილიონი ღირს

ლოს-ანჯელესში მდებარე აგარაკი აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებლად დასახელდა. Mansion Global-ის ინფორმაციით, სახლის ყოველთვიური იჯარის ფასი 1,5 მილიონი დოლარია.

აგარაკი ბელ-ეირის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს. მთავარი სახლის საერთო ფართობი 3000 კვადრატულ მეტრს აღემატება. საცხოვრებელი ფართის გარდა მას ასევე აქვს ღვინის მარანი, კინოდარბაზი და ერთი ოთახის ზომის მაცივარი. სახლში ასევე 20 სველი წერტილი, სპორტდარბაზი, მასაჟის ოთახი და დიდი აუზია.

2018 წელს აგარაკი 180 მილიონ დოლარად იყიდებოდა, თუმცა მას მყიდველები არ გამოუჩნდა. აგარაკის ქირაობის შემთხვევაში მის ახალ ბინადარს ყოველი დღე 50 ათასი დოლარი, ყოველი საათი კი 2000 დოლარზე მეტი დაუჯდება.

31-05-2019

წყარო: imedinews.ge

24-11-2022

GITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება

03-06-2019

სტუმრობა რაჭის რეგიონში

02-05-2019

სსფ-ს მისია: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა

26-03-2019

რომელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ