|
| 2000 |
|---|
ტრენინგების ციკლი WaSH საკითხების შესახებ
| 2019 წლის 10 ივნისიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს, სამიზნე მუნიციპალიტეტების (ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო და წალკა) WaSH საბჭოების წევრებისათვის, საჯარო სკოლების, განათლების ცენტრებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის WaSH-თან (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) დაკავშირებული ტრენინგების ციკლი დაიწყო. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ადამიანის უფლებების ჭრილში WaSH საკითხებსა და საგრანტო განაცხადების მომზადებასა და პროექტების მართვის შესახებ ცოდნასა და უნარებს ეუფლებიან. ტრენინგების დასრულების შემდეგ, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, სადაც სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. I ეტაპზე, პროექტი დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს მასპინძლობს. შემდეგ ეტაპებზე, აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ სხვა სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. |

12-06-2019
წყარო: CENN
|
02-12-2019 სამაცივრო მეურნეობა წნორში, სადაც წლიურად 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი |
|---|
|
02-05-2019 მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა |
|
23-08-2019 ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი |
|
26-02-2019 ილონ მასკს მორიგი ტვიტის გამო ედავებიან |