მესტიაში „ევროპის დღე" აღნიშნეს
ნავიგატორი
1776


მესტიაში „ევროპის დღე" აღნიშნეს

მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა.

პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტრეიმ, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა, CARE ავსტრიას დირექტორის მოადგილემ რობერტ ვოფსბურგერმა და მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ღონისძიებაზე წარადგინეს დონორები, ENPARD ის განმახორციელებელი პარტნიორები, პროექტი GRETA, LEADER განმახორციელებლები, ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები.

მოგვიანებით, დელეგაციამ მოინახულა სვანეთის მუზეუმი, რომ უკეთ გასცნობოდა ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს. ხოლო, დღის ბოლოს საჯარო ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში და გაცნობოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინტერესო პროექტებს.

მესტიაში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა. გარდა ამისა, გაიმართა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა ასოციაცია ,,ათინათთმა" მიიღო.

24-06-2019

წყარო: radioatinati.ge

24-04-2019

ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

28-12-2022

Data for Crisis Fellowship

06-09-2019

წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა

20-02-2019

24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება

20-02-2019

24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება

24-04-2019

ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

28-12-2022

Data for Crisis Fellowship

06-09-2019

წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ