|
2185 |
---|
Brand Finance-მ მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბანკო ბრენდი დაასახელა
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბანკო ბრენდების რეიტინგში 5 ჩინური ბანკი მოხვდა. რეიტინგი, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, Brand Finances-ის მიერ არის შედგენილი. Industrial and Commercial Bank of China ქვეყანა - ჩინეთი ბრენდის ღირებულება - 79,8 მლრდ დოლარი Industrial and Commercial Bank of China-ს 500 ატასამდე აქციონერი ჰყავს. აღნიშნული ბანკი ჩინეთის საბანკო სექტორის მეხუთედს აკონტროლებს. ბანკს აქვს 17 460 ოფისი, სადაც 453 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
China Construction Bank ქვეყანა - ჩინეთი ბრენდის ღირებულება - 70 მლრდ დოლარი China Construction Bank-ს 14 925 ფილიალი აქვს ქვეყნის შიგნით და 10 საზღვარგარეთ, მათ შორის, იოჰანესბურგში, სინგაპურში, ფრანკპურტში და ა.შ.
Agricultural Bank of China ქვეყანა - ჩინეთი ბრენდის ღირებულება - 55 მლრდ დოლარი Agricultural Bank of China მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, მისი მთავარი ოფისი პეკინში მდებაროებს. ჩინეთის ტერიტორიაზე ბანკს აქვს - 23,600 ფილიალი, 19,700 ოპერატიული ოფისი. ბანკს 14 შვილობილი კომპანია აქვს, მათ შორის 6 საზღვარგარეთ.
Bank of China ქვეყანა - ჩინეთი ბრენდის ღირებულება - 51 მლრდ დოლარი Bank of China ძირითადი საქმიანობას კომერციულ საბანკო საქმიანობას წარმოადგენს. საქმიანობის ძირითადი რეგიონი ჩინეთია. ბანკის 53 ქვეყანაში ოპერირებს, ყველაზე მნიშვნელოვანია კანადა, გაერთიანებული სამეფოსა და სინგაპური.
Wells Fargo ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები ბრენდის ღირებულება - 40 მლრდ დოლარი Wells Fargo არის საბანკო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ და სადაზღვევო მომსახურებას შეერთებულ შტატებში, კანადასა და პუერტო რიკოში. ბანკს აქვს 8 600 ფილიალი და 13 ათასი ბანკომატი, რომელიც 40 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
Bank of America ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები ბრენდის ღირებულება - 36,7 მლრდ დოლარი Bank of America აქტივების რაოდენობით ამერიკის უმსხვილესი საბანკო ჰოლდინგია. კომპანია ყველა შტატში მოქმედებს. გარდა ამისა, 35 სხვა ქვეყანაშიც საქმიანობს. მას აქვს 4,700 ფილიალი და 16 ათასი ბანკომატიო, ჰყავს 213 ათასი თანამშრომელი.
Citibank ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები ბრენდის ღირებულება - 36,4 მლრდ დოლარი Citibank უმსხვილესი საერთაშორისო ბანკია, რომელიც 1812 წელს დაფუძნდა. მას ფილიალები მსოფლიოს 100 ქვეყანაში აქვს.
JPMorgan Chase ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები ბრენდის ღირებულება - 36,3 მლრდ დოლარი JPMorgan Chase ძირითადი საქმიანობაა საინვესტიციო საბანკო მომსახურება, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის, ფინანსური ტრანზაქციების ჩატარება და აქტივების მართვა.
China Merchants Bank ქვეყანა - ჩინეთი ბრენდის ღირებულება - 22.5 მლრდ დოლარი China Merchants Bank 1987 წელს დაარსდა. მას 600-ზე მეტი ფილიალი აქვს ჩინეთში, ამდენივე ჰონკონგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. ბანკი სთავაზობთ მომსახურებას ინდივიდუალურ და იურიდიულ პირებს.
HSBC ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი ბრენდის ღირებულება - 20,2 მლრდ დოლარი HSBC დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური დაწესებულებებაა. სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს.
|
23-02-2019
წყარო: bpn
01-04-2019 გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა... |
---|
16-05-2019 ხულოს LAG-ს ახალი მმართველი გუნდი ყავს |
29-05-2019 კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს |
26-04-2023 მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად |