თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება
ნავიგატორი
1920


თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება

"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს რკინიგზა” კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.

ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.

ამასთან, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს.

კიდევ ერთხელ განმვარტავთ – ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა. ასევე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ანაზღაურება 10 % -ით გაეზრდება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება დასაქმებულებთან შეხვედრა. სწორედ ამ შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ტვირთის ზრდის შესაბამისი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება.

„საქართველოს რკინიგზა“ მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე და მათ სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს სამომავლოდაც შესთავაზებს"-ნათქვამია განცხადებაში. 

04-08-2019

წყარო: Business Media Georgia

10-04-2019

ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ

20-12-2022

ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის

02-04-2019

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანმება გაფორმდა

03-06-2019

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 354 ჰა ფართობზე დაფინანსდა ზეთისხილის ბაღების გაშენება

03-06-2019

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 354 ჰა ფართობზე დაფინანსდა ზეთისხილის ბაღების გაშენება

10-04-2019

ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ

20-12-2022

ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის

02-04-2019

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანმება გაფორმდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ