სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა - 2021
ნავიგატორი
919


სოფლის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა - 2021

უნიკალური ნომერი: 001020

კონკურსის შესახებ:

განაცხადების განხილვა 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ, გამონთავისუფლებული ბიუჯეტის ათვისების მიზნით, 20,000 -დან 100,000 ლარამდე და 100,000 და მეტი ღირებულების ახალი ტექნიკის თანადაფინანსების ნაწილში განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს 12 საათზე განახლდება.

პროგრამის შესახებ

განაცხადების მიღება შეწყდება განაცხადების დონეზე პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას, ხოლო განხილვა მოხდება განაცხადების რიგითობის მიხედვით.

თითოეული ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვებ-გვერდზე განთავსდება განმარტებითი ვიდეო ინსტრუქცია, რათა გასაგები და ადვილი იყოს თითოეული ეტაპის გავლა და ელექტრონული განაცხადის დროული წარმოდგენა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

  • პროგრამა ინიცირებულია და მის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

  • პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო.

  • პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 50,000,000 ლარს :

  • პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.

პროგრამის პირობები

  • შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელი (იმპლემენტი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს :

    • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე

    • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

  • პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

  • შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან დასაშვებია მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის კომბაინის შეძენა.


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 22-10-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 10313 დღე;






02-12-2021

საგრანტო განაცხადი

15-11-2021

კონკურსი მცირე მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

22-10-2021

ღია კარის საგრანტო პროგრამა

22-10-2021

ღია კარის საგრანტო პროგრამა

02-12-2021

საგრანტო განაცხადი

15-11-2021

კონკურსი მცირე მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ