სასტუმრო ინდუსტრია
ნავიგატორი
6117


აწარმოე სასტუმრო ინდუსტრია

უნიკალური ნომერი: 001056

კონკურსის შესახებ:

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
კომპონენტი მეწარმეებს სთავაზობს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. მიმართულების ფარგლებში აგრეთვე ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების დამკვიდრების სტიმულირების გზით.

*სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება/გაფართოება

  • კომერციული ბანკის მიერ გაცემულ ახალ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება პირველი 36 თვის განმავლობაში, ხოლო მოქმედი ბენეფიციარებისთვის, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში დამატებითი 12 თვის განმავლობაში

  • სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტი სესხის შემთხვევაში განისაზღვრება - სესხის გაცემის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3% (დღეის მდგომარეობით - 13%)

  • სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარი

  • სესხის მაქსიმალური მოცულობა - 4 000 000 ლარი

  • სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

*პროგრამის პირობები

  • სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდებს შემდეგ კრიტერიუმებს: იხ. დოკუმენტი

  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით.

*ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის განვითარება

  • პირველი 36 თვის განმავლობაში საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება რეფინანსირების განაკვეთს + 3% (დღეის მდგომარეობით - 13%)

  • სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარი

  • სესხის მაქსიმალური მოცულობა - 5 000 000 ლარი

*პროგრამის პირობები

  • სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდებს შემდეგ კრიტერიუმებს: იხ. დოკუმენტი

  • თანადაფინანსების შემთხვევაში, სასტუმრო უნდა იყოს განთავსებული ან უნდა განთავსდეს დადგენილებით გაწერილ შემდეგ ლოკაციებზე: იხ. დოკუმენტი

  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალა შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).


წყარო: აწარმოე საქართველოში

დამატებულია: 07-01-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 10142 დღე;






15-03-2022

15 000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა (პროტოტიპირება)

07-05-2022

სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)

20-05-2022

მცირე გრანტები საპილოტე რეგიონებისთვის

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

15-03-2022

15 000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა (პროტოტიპირება)

07-05-2022

სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)

20-05-2022

მცირე გრანტები საპილოტე რეგიონებისთვის


სიახლეების გამოწერა















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ