|
540 |
---|
![]() |
მცირე გრანტების კონკურსი მცირე და საშ.ზომის სასტუმროებისთვის |
უნიკალური ნომერი: 001541
მცირე გრანტების კონკურსი მცხეთა-მთიანეთის მხარისა დანაჭარის ა/რ-ის ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის.
ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების დამონტაჟება, პროექტი: "მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში"
ორგანიზაცია "Georgia`s Environmental Outlook" (GEO) გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI-ის) ფარგლებში ახორციელებს პროექტს "მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში" (შემდგომში IKI-ის პროექტი). IKI-ის პროექტი მიზნად ისახავს მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებში ხელი შეუწყოს ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და გავრცელებას. პროექტის სამიზნე რეგიონებია აჭარა ა/რ-ის ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები და მცხეთა-მთიანეთის მხარე.
პროექტის ფარგლებში იგეგმება სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება სამიზნე რეგიონებში კონკურსის წესით შერჩეულ მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 30 ადგილიანი) სასტუმროებში. კონკურსით შერჩეულ სასტუმროებში IKI პროექტის თანადაფინანსებით მოხდება სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება - ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების ინსტალაცია.
მცირე გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს ენერგოეფექტური მიდგომების და ტექნოლოგიების დანერგვაში. მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა ნიშნავს ნაკლები სათბურის აირების გაფრქვევას და შესაბამისად გლობალური დათბობის პროცესის შეფერხებას. ამიტომ მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება, გარდა ენერგიის და შესაბამისად ხარჯების დაზოგვისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
საგრანტო კონკურსის პირობები:
საგრანტო კონკურზე წარდგენილი განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
** განმცხადებელი უნდა იყოს სასტუმროს შენობის მესაკუთრე და თვითონ უნდა ახდენდეს სასტუმროს ოპერირებას;
** სასტუმრო უნდა იყოს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 30 ადგილიანი;
** დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული ტექნოლოგიის საჭიროება და აქტუალობა სასტუმროსთვის;
** უზრუნველყოფილი უნდა იყოს შერჩეული ტექნოლოგიის ტექნიკურად გამართული ექსპლოატაცია;
** მიეთითოს ტექნოლოგიის ექსპლოატაციის პოტენციური რისკები და მათი შემცირების/პრევენციის გზები;
** პროექტის განმახორციელებელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე მზად უნდა იყოს საკუთარი სახსრებით დააფინანსოს სადემონსტრაციო პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 20%;
** კონკურსში გამარჯვებულმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბიუჯეტის მინიმუმ 20%-იან თანამონაწილეობაზე;
** კონკურსში გამარჯვებულმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი რეესტრიდან და ცნობა ბანკიდან, რომ არ აქვს დავალიანება.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ტექნოლოგიების შესყიდვა და მონტაჟი:
** მზის მიკროელექტრული სადგური (ე.წ. მზის პანელები)
** მზის წყალგამაცხელებლები
** შენობის ელემენტების (მაგ. სახურავის/ჭერის ან კედლების) თბოიზოლაცია.
გრანტების გაცემა
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის მხარისა და აჭარის ა/რ-ის ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის დასაფინანსებელი სადემონსტრაციო პროექტებისთვის IKI პროექტის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს 48, 000.00 ევროს ექვივალენტს ლარში.
თითოეული სადემონსტრაციო პროექტისთვის გაცემული მაქსიმალური თანხა შეადგენს 6, 000.00 ევროს ექვივალენტს ლარში. სადემონსტრაციო პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 20%-ის გადახდა ეკისრება საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ განმცხადებელს (დეტალური ინფორმაცია მოცემულია თანდართული განაცხადის ფორმაში). საგრანტო კონკურსზე წარდგენილი პროექტების ფარგლებში შერჩეული ტექნოლოგიის სამონტაჟო სამუშაოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
ტექნოლოგიის და მონტაჟის მომსახურების შესყიდვა განხორციელდება GEO-ს მიერ IKI-ის პროექტის ფარგლებში. ტექნოლოგიის გადაცემა გამარჯვებული განმცხადებლისთვის მოხდება მათთან გაფორმებული მცირე გრანტების კონტრაქტისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს - საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** საქმიანობდეს პროექტის სამიზნე რეგიონებში - მცხეთა-მთიანეთის მხარეში და აჭარის ა/რ-ში (კერძოდ, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმისა მუნიციპალიტეტებში);
** ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი ოპერირების გამოცდილება;
** ჰქონდეს გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან;
** არ ჰქონდეს ბიუჯეტის და საფინანსო ინსტიტუტის (ბანკის) მიმართ დავალიანება;
** არ ჰქონდეს ყადაღა საბანკო ანგარიშებზე და ქონებაზე (სასტუმროზე);
** ტექნოლოგია უნდა დაინსტალირდეს განაცხადში მითითებული სასტუმროს ფაქტობრივ მისამართზე;
** დამონტაჟებული ტექნოლოგია არ უნდა გასხვისდეს და გადაადგილდეს ხუთი წლის მანძილზე;
** სასტუმროს შეუძლია ისარგებლოს მაქსიმუმ 2 ტექნოლოგიის დამონტაჟებით, თუ პროექტის ჯამურ ღირებულებაში IKI-იდან მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 6 000 ევროს ექვილენტს ლარში;
საგრანტო განაცხადების წარდგენის პროცედურები
საგრანტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@geo.org.ge
საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა კონკურსის პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. საგრანტო განაცხადი - შევსებული განაცხადის ფორმა და პროექტის ბიუჯეტი (თანდართული ფორმატის მიხედვით)
2. იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ვებ გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/) - უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ამონაწერი
3. სასტუმროს და მისი სახურავის ვიზუალიზაცია (ფოტომასალა, გეგმა).
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული მისამართზე: info@geo.org.ge ამა წლის 30 სექტემბრამდე.
განმცხადებელს საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 7 სამუშაო დღის მანძილზე ექნება ვალდებულება:
1) ბანკიდან წარმოადგინოს საგარანტიო წერილი თანადაფინანსების თანხის თაობაზე; საგარატიო წერილის ვადა უნდა იყოს მითითებული ბანკის მიერ და მისი გაცემიდან არ უნდა გასდიოდეს ვადა მინიმუმ 2 თვე.
2) ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ (შემოსავლების სამსახურიდან www.rs.ge)
3) განახლებული ამონაწერი რეესტრიდან.
4) და სხვა საჭირო დოკუმენტი/ცნობა.
საგრანტო კონკურსში გამარჯვების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან ზემოაღნიშნულ ვადაში დოკუმენტების არ მიღების შემთხვევაში (ამ დოკუმენტების ორიგინალის მიმღები და მისამართი გამარჯვებულისთვის იქნება შეტყობინებული) გამარჯვებულთან არ მოხდება მცირე გრანტების კონტრაქტის გაფორმება და თანამშრომლობის გაგრძელება.
წარმოდგენილი განაცხადის შეფასდება:
განაცხადის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
** განაცხადი - პროექტის აღწერა (50%)
** ბიუჯეტის დასაბუთება (30%)
** შენობის მდგომარეობა ენერგეფექტურობის კუთხით (20%)
წარმოდგენილ საგრანტო განაცხადებს GEO გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან/და დონორი ორგანიზაცია.
სასტუმროებისთვის პრიორიტეტული ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გაცნობას შეძლებთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კატალოგის დახმარებით. ეს ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს განაცხადის შევსებისას. კატალოგი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ლინკიდან: https://geo.org.ge/wp-content/uploads/2023/05/Green-Energy-and-RE-Technologies-Catalogue-1.pdf
საკონტაქტო პირი- ნინო მალაშხია, პროექტის მენეჯერი; საკონტაქტო მეილი: nino.malashkhia@geo.org.ge
წყარო: https://www.jobs.ge/
რეგიონი: აჭარა; მცხეთა-მთიანეთი;
პროექტის მიმართულება: ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა; სხვა;
დამატებულია: 13-09-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-09-2023 ვადა იწურება
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 6 დღე;
12-02-2020 LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია |
10-04-2023 აგროდაზღვევა |
13-09-2023 საგრანტო კონკურსი ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად |
15-12-2022 Small Grants |
---|
15-12-2022 Small Grants |
---|
12-02-2020 LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია |
10-04-2023 აგროდაზღვევა |
13-09-2023 საგრანტო კონკურსი ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად |