|
19599 |
---|
![]() |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ( ENPARD III ) |
უნიკალური ნომერი: 000315
პროექტის ხანგრძლივობა: 2018 – 2022
2018 წლის იანვრიდან FAO ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას “საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III- ის ფარგლებში”. პროექტი მოიცავს საქმიანობის სამ ძირითად სფეროს; 1) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) და მისი უწყებების ტექნიკური დახმარება FAO-ს ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტებისა და ტექნიკური ოფიცრების მიერ; 2) მცირე ფერმერების, სოფლის მეწარმეების, კოოპერატივების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური გრანტების უზრუნველყოფა მათი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად და 3) გაფართოების სტრატეგიის პილოტირების ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის დემონსტრაციებს, ინფორმაციის გავრცელებას, ჩართულობასა და სხვა სასწავლო საქმიანობას ფერმერებისთვის.
პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საველე აგენტების ჩათვლით – რეგიონალური საინფორმაციო ცენტრები (RIC) და საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრები (ICCs); პოლიტიკის განმახორციელებელი ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (APMA) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (ACDA). მეორე მხრივ პროექტი ხორციელდება ENPARD პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და პარტნიორობით. აღნიშნული პროექტი ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ENPARD III-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტს „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“.
საბოლოო ბენეფიციარები არიან ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლის საწარმოები და მეწარმეები, სოფლად მცხოვრები ოჯახები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
FAO თავის პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების გაუმჯობესებული შესაძლებლობები, მენეჯმენტის პრაქტიკა და ტექნიკური ცოდნა მდგრადი პოლიტიკის გაძლიერების მიზნით;
სოფლის მეურნეობის სექტორში სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ მიმავალი ფერმერების, სოფლის შინამეურნეობების, კოოპერატივების და სხვა სოფლის მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების, შეღავათებისა და მომსახურების გაუმჯობესება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.fao.org
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 21-01-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2022
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 190 დღე;
12-06-2022 კონკურსი სასამართლოსა და აკადემიის ჩართულობის პროექტებისთვის |
---|
12-06-2022 კონკურსი სასამართლოსა და აკადემიის ჩართულობის პროექტებისთვის |
21-01-2019 საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |
07-01-2022 სასტუმრო ინდუსტრია |