საგრანტო კონკურსი
ნავიგატორი
778


მიგრაციის საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 000973

კონკურსის შესახებ:

საგრანტო კონკურსი - საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს-იდეის მხარდასაჭერად კახეთის მხარე.

ზოგადი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ:

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს "მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება - პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში", რომელიც დაფინანსებულია IOM-ის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას რიგი ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს-გრანტების გაცემას ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.

პროექტით განსაზღვრული საგრანტო კონკურსის განხორციელება გათვალისწინებულია თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტებში.

ამ ეტაპზე, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი ცხადდება თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მასშტაბით.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

** არის საქართველოს მოქალაქე;
** ცხოვრობს და ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებს თელავისა ან ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე თემში/სოფელში;
** საზღვარგარეთ იმყოფებოდა 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და საქართველოში (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაბრუნდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში;
** სურს დაბრუნების თემში/სოფელში დაიწყოს/განავითაროს ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მის რეინტეგრაციას, ისე მის თემში/სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან/და თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას;
** ბიზნეს-იდეის განხორციელებას გეგმავს ან სხვა დაბრუნებულ მიგრანტთან ან დაბრუნების თემის/სოფლის სხვა მაცხოვრებელთან ერთად, რომელიც მზადაა მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით ბიზნესში თანამონაწილეობის მისაღებად (შენიშვნა: შესაძლებელია რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის მონაწილეობაც).
** ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა დართულია. ბიზნეს იდეის წარმოდგენის მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადის დართული ფორმა. სხვა სახით მიღებული განაცხადები არ განიხილება.

პირმა, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ წინაპირობებს, ბიზნეს-იდეის განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 20 სექტემბრის დღის ბოლომდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]

ბიზნეს-განაცხადების განხილვისა და შეფასების პროცესი:

** შემოსულ ბიზნეს-იდეებს განიხილავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ შექმნილი სპეციალური საგრანტო კომისია და შეარჩევს იდეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საგრანტო კონკურსით დადგენილ პირობებს.
** შენიშვნა: IOM დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეული ბიზნეს-იდეის ავტორებს.
** შერჩეული კონკურსანტები გაივლიან ბიზნეს-კონსულტაციებსა და ტრენინგს, რომელთა მიზანია ბიზნეს-იდეის დაზუსტებასა და ბიზნეს-გეგმის შედგენაში დახმარება.
** ბიზნეს-გეგმების შეფასების საფუძველზე შეირჩევა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
** საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ბიზნეს-იდეის განხორციელების ადგილზე ჩატარდება წინასწარი მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით მოხდება საგრანტო კონკურსის გამარჯვებულის საბოლოო იდენტიფიცირება.
** საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირებთან გაფორმდება ხელშეკრულება ბიზნეს-გეგმის რეალიზაციისათვის საგრანტო რესურსის გადაცემისა და გამოყენების პირობებზე.
** ბიზნეს-გეგმის განხორციელებისა და საგრანტო რესურსის მიზნობრივად გამოყენების პროცესზე IOM-ის მხრიდან განხორციელდება სისტემატური მონიტორინგი.

გრანტის ოდენობა და გამოყენების მიზნობრიობა:

** ერთ ბიზნეს-გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს. გრანტის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მოსალოდნელ ეფექტზე (ადგილობრივი თემის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და/ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით).
** გრანტი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შესაძენად. დაუშვებელია საგრანტო რესურსის გამოყენება მომუშავეთა ხელფასზე და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ლიკა ძამუკაშვილს. ელ ფოსტა: [email protected]

ტელეფონი: 577 210 927.


წყარო: http://jobs.ge

დამატებულია: 10-08-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-09-2021 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 4 დღე;






25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი

09-03-2021

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში

21-01-2019

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ( ENPARD III )

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი

09-03-2021

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში

21-01-2019

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ( ENPARD III )


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ