![]() |
1092 |
---|
![]() |
მედიის მხარდაჭერა |
უნიკალური ნომერი: 000149
ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი და პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი მედიის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენებისთვის.
2019 წლიდან, ფონდის მედიაპროგრამა გააგრძელებს თანამშრომლობას დამოუკიდებელ ჟურნალისტურ ჯგუფებთან თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც ქმნიან ანალიტიკურ და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს, და ყოველდღიურ ახალ ამბებს ონლაინ. მომდევნო წლებში ფონდი დააფინანსებს პარტნიორ მედიაორგანიზაციებს და დაეხმარება მათ ისეთი ცვლილებების განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს აუდიტორიის გაფართოებას, მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და შემოსავლების გაზრდას.
მომდევნო წლებში ფონდი კვლავ დაეხმარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უმცირესობების ენაზე მაუწყებელ მედიაორგანიზაციებს ხარისხიანი ჟურნალისტიკის შექმნასა და ინსტიტუციონალურ განვითარებაში, რათა ეს მედიასაშუალებები გადაიქცეს ინფორმაციის სანდო წყაროდ როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ფონდი ასევე უზრუნველყოფს თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას გრძელვადიან პარტნიორებსა და დამწყებ მედიასაშუალებებს შორის .
კოალიციაში მედიის ადვოკატირებისათვის გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად ფონდი გააგრძელებს მუშაობას მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე საქართველოში.
მედიაპროგრამა
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://osgf.ge/program/mediis-mkhardachera/
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: მედია;
დამატებულია: 25-01-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2021
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 304 დღე;
17-02-2021 საგრანტო კონკურსი |
20-02-2019 დაფინანსება-ღია საზოგადოების ფონდი |
10-02-2021 საგრანტო კონკურსი გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის |
25-01-2019 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა |
---|
25-01-2019 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა |
---|
17-02-2021 საგრანტო კონკურსი |
20-02-2019 დაფინანსება-ღია საზოგადოების ფონდი |
10-02-2021 საგრანტო კონკურსი გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის |