projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
194



ევროკავშირი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის უტყუარობის დადგენის სერვისი მიწოდება

უნიკალური ნომერი: 000198

პროექტის მიზანი:

ცენტრალიზებული, ვებ-გვერდზე დაფუძნებული და მარტივად გამოსაყენებელი მომსახურების გაწევა ელექტრონულ დოკუმენტებზე განხორციელებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების/შტამპის უტყუარობის დასადგენად.

პროექტის ძირითადი კომპონენტები:

  • კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ცენტრალიზებული უტყუარობის დადგენის ტექნიკური და საკანონმდებლო სტანდარტების შესწავლა ევროკავშირის 910/2014/EC რეგულაციასთან მიმართებაში (eIDAS რეგულაცია)

  • სისტემის მიმართ ადგილობრივი საჭიროებების შესწავლა და საბოლოო ტექნიკური სტანდარტის დადგენა, განსაკუთრებით ღია ფორმატებთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ციფრულად ხელმოწერილი/შტამპით დამოწმებული დოკუმენტების ურთიერთთავსებადობა და ხანგრძლივი შენახვა

  • სისტემის შესყიდვა და სამუშაო რეჟიმში გაშვება

  • სისტემის ინტეგრაცია სსგს-ს ვებგვერდით ხელმისაწვდომ ონლაინ სერვისებთან.

  • სისტემის ინტეგრაციის მხარდაჭერა მოქალაქეთა პორტალზე (my.gov.ge), ისევე როგორც მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ონლიან სერვისებთან (მაგ. ფინანსები, დაზღვევა, განათლება ა.შ) შესაბამისი დოკუმენტაციის, პროგრამული კოდების და ა.შ. მიწოდებით.

  • სისტემის შესახებ ცნობიერების გაზრდა დაინტერესებულ კერძო და საჯარო იურიდიულ პირებს შორის


მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის შედეგად შეიქმნება ვებ-გვერდზე დაფუძნებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის უტყუარობის დადგენის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ციფრულად ხელმოწერილი და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ ციფრული შტამპით დამოწმებული დოკუმენტების უყტუარობა; გარდა ამისა, სისტემა ხელს შეუწყობს მონაცემთა გაუმჯობესებასა და დოკუმენტთა უსაფრთხოების გაზრდას, ისევე როგორც ურთიერთ-თავსებადობას.


ბიუჯეტი: 320,800 ევრო

პარტნიორი/პროექტის მონაწილე მხარეები: სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sda.gov.ge/?page_id=13905

დამატებულია: 05-02-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 499 დღე;


22-01-2019

კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III)

28-01-2019

პროექტი ზრდა საქართველოში

22-01-2019

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საგრანტო ხელშეკრულება

25-07-2019

პროექტის იდეების კონკურსი

25-07-2019

პროექტის იდეების კონკურსი

22-01-2019

კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III)

28-01-2019

პროექტი ზრდა საქართველოში

22-01-2019

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საგრანტო ხელშეკრულება


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ