|
2995 |
---|
![]() |
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში – კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით |
უნიკალური ნომერი: 000181
კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა. გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას
კონკურსის სამიზნე ჯგუფები: უცხოეთის უნივერსიტეტებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ კვლევითი ცენტრებში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.
ხანგრძლივობა: კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 ან 36 თვეს.
კონკურსის კოორდინატორები: ს.შარაშენიძე
სალომე შარაშენიძე
მეგი ქარცივაძე
ანა გოგუაძე
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://www.rustaveli.org.ge/geo/kvlevebi-utskhoetshi-moghvatse-tanamemamuleta-monatsileobit
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი;
დამატებულია: 31-01-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 12-01-2024
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 567 დღე;
07-05-2022 საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა |
---|
21-01-2019 საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |
23-01-2019 სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“ |
12-06-2022 კონკურსი სასამართლოსა და აკადემიის ჩართულობის პროექტებისთვის |