სოფლის განვითარების პროგრამა
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
2967


ARDA სოფლის განვითარების პროგრამა

უნიკალური ნომერი: 000706

პროგრამის შესახებ:

„სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული მიზნობრივი ღონისძიებები და სექტორში ინვესტიციების მოზიდვა. ამ მიზნით ევროკავშირის (EU) „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ააიპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ (ARDA) ახორციელებს „სოფლის განვითარების პროგრამას“.

პროგრამის მიზნების და ამოცანები

  • პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას თანადაფინანსების გზით.

პროგრამის მიზნებია

  • სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ დევერსიფიკაციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

  • გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

პროგრამის ამოცანებია

  • სოფლად ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა;

  • სოციალური პირობებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება.

    პროგრამა ითვალისწინებს იმ ბიზნეს საქმიანობების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება შესაბამის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიზნების მიღწევას.

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალია შემდეგი მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

თანადაფინანსების მოცულობა

  • სააგენტოს თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არანაკლებ 20,000 და არაუმეტეს 340,000 ლარით, თუმცა პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ თითოეულ პროექტზე არაუმეტეს 170,000 ლარით, რომელიც არ აღემატება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

  • განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას ძირითადად განახლებადი ენერგიების მეირ, დაფინანსდება შემდეგი პირობებით: სააგენტოს თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1,500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30,000 ლარს, რომელიც არ აღემატება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

ბენეფიციარის თანამონაწილეობა

  • თანადაფინანსების გაცემის წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის დამატებითი წყაროს არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი სახსრები პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 20%-ის ოდენობით, ამასთან არსებული ძირითადი საშუალებები (მხოლოდ უძრავი ქონება) ბენეფიციარის თანამონაწილეობად განიხილება თუ ბენეფიციარი წარმოადგენს ფიზიკური პირ(ებ)ის მიერ პროგრამაში განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ძირითადი საშუალებები გარდა განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტებისა.

    პროგრამის ბენეფიციარი

  • პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს

  • პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება აქვს საკუთრებაში ან/და მიღებული აქვს იჯარით/აღნაგობით, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 წელს).

  • უძრავ ქონებას, არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა);

  • ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და სსიპ „შემოსავლების სამსახურის მიმართ“.

  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის ბენეფიციარი, მას განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ უნდა ჰქონდეს პროგრამის/პროექტის პირობები დარღვეული.

    პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უკავშირდება

  • სამხედრო, ბირთვულ, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას (გამონაკლისის სახით დაიშვება ამ საქმიანობებთან დაკავშირებული ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები);

  • სათამაშო ბიზნესს და აზარტული თამაშებს;

  • საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);

  • საქველმოქმედო საქმიანობას;

  • ვაჭრობას.

    პროგრამა არ ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების დაფინანსებას

  • გართობისა და წარმომადგენლობითი ხარჯები;

  • ნებიესმიერი მხარისათვის გადასახდელი პროცენტი ან ვალი;

  • კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული დანაკარგი, მოსაკრებელი, ჯარიმა, საურავი და პირგასამტეხლო;

  • ნებისმიერი ხარჯი, რომელიც უკავშირდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, გადაშენების პირას მყოფი სახეობების განადგურებას, ყალბ და პირატულ საქონელს;

  • სასტუმროს შექმნასთან, მშენებლობასთან, რემონტთან და სხვა დაკავშირებულ ხარჯები იმ შემთხვევაში, თუ სასტუმრო გათვლილია 22-ზე ნაკლებ სტუმარზე და სტუმრების მისაღები ოთახების რაოდენობა ნაკლებია 10-ზე;

  • უძრავი ქონების (მათ შორის მიწის) შეძენა;

  • ადამიანური რესურსის სამსახურეობრივ მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯები;

  • საწარმოს წილების/აქციების შეძენა;

  • სატრანსპორტო საშუალების შეძენა;

  • სხვა ყველა ხარჯი, რომელიც შეზღუდულია სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

    პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/აქციონერი/მეპაიე ფლობს წილს/აქციას/პაის პროგრამის ფარგლებში მისთვის საქართველოში რეგისტრირებულ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ/შემსრულებელ კომპანიაში.

    ბენეფიციარი ვალდებულია

  • უზრუნველყოს თანადაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხების ხარჯვის აღრიცხვა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის და პროგრამის პირობების შესაბამისად. უზრუნველყოს სააგენტოს მიერ საველე/დოკუმენტური მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა;

  • სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამას მონიტორინგის და კონტროლის მიზნით მიაწოდოს უტყუარი, დროული და სრული ინფორმაცია განხორციელებული პროექტის შესახებ (მათ შორის დასაქმებული პირების და საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ).

  • მისცეს შესაძლებლობა სააგენტოს ან გაეროს განვითარების პროგრამას მოამზადოს და გამოაქვეყნოს წერილობით ისტორიები, სურათები, ვიდეო მასალა დაფინანსებული პროექტის და ბენეფიციარის გამოცდილების შესახებ.

  • არ შეაფერხოს სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის ან მათ მიერ განსაზღვრულ მესამე პირის მიერ მონიტორინგისა და შეფასების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. პროექტი დასრულებულად ჩაითვლება სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისთანავე.

  • პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ფინანსური მდგომარეობის (რომელიც მოიცავს ფინანსურ ანგარიშგებებს) პროფილის შენარჩუნების, დასაქმებულთა რაოდენობის, გადახდილი ხელფასების, გაწეული მომსახურების ან/და წარმოებული პროდუქციის მოცულობა და შესყიდული ნედლეულის (ღირებულება და მოცულობა) შესახებ.

  • ბენეფიციარმა აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სააგენტოს სასარგებლოდ კომიტეტის მიერ განსაზღვრული ძირითადი საშუალებები უნდა დატვირთოს იპოთეკა/გირავნობით.

    თანადაფინანსების მიღების ეტაპები

    პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.arda.gov.ge.

    ვებ. გვერდზე საკუთარ პანელში ავსებს განაცხადის ელექტრონულ ფორმას და ბიზნეს მოდელს.

    პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და ბიზნეს მოდელს განიხილავს სააგენტო.

    წარმოდგენილი ბიზნეს მოდელები და დამატებით მოწოდებული ინფორმაცია განახილება პროგრამის საგრანტო კომიტეტის მიერ.

    ბიზნეს მოდელის დამტკიცების შემთხვევაში პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია.

  • ვებ გვერდზე რეგისტრაცია.

  • განაცხადის შევსება და ბიზნეს მოდელის მომზადება.

  • განაცხადის და ბიზნეს მოდელის განხილვა.

  • ბიზნეს მოდელის და ბენეფიციარის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის საგრანტო კომიტეტზე განხილვა.

  • ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.

  • ხელშეკრულების გაფორმება.

  • თანადაფინანსების მიღება.

  • ვებ. გვერდზე საკუთარ პანელში ავსებს განაცხადის და ენერგო ეფექტური კომპონენტის პროექტის ელექტრონულ ფორმას. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და ენერგო ეფექტური კომპონენტის პროექტს განიხილავს სააგენტო.

    წარმოდგენილი განაცხადი და ენერგოეფექტური კომპონენტის დეტალური პროექტი განახილება პროგრამის საგრანტო კომიტეტის მიერ.

    განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია.

  • ვებ გვერდზე რეგისტრაცია.

  • განაცხადის და ენერგოეფექტური კომპონენტის პროექტის შევსება/განხილვა.

  • განაცხადის და ენერგოეფექტური კომპონენტის დეტალური პროექტის საგრანტო კომიტეტზე განხილვა.

  • ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.

  • ხელშეკრულების გაფორმება.

  • თანადაფინანსების მიღება.

    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • შენიშვნა: განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტებისთვის არ არის აუცილებელი ბიზნეს მოდელის წარმოდგენა.

  • ელექტრონული განაცხადი და ბიზნეს მოდელი;

  • პოტენციური ბენეფიციარის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი.

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან.

  • უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ან იჯარის/აღნაგობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

  • სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული იურიდიული პირის წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).

  • ნოტარიულად დამოწმებული დამფუძნებლების კრების ოქმი (იურიდიული პირის შემთხვევაში) თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების თაობაზე.

  • ცნობა სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ.

  • თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა ბანკიდან/მიკრო საფინანსო ორგანიზაციიდან კრედიტის დამტკიცების თაობაზე ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (ძირითადი საშუალებებით (მხოლოდ უძრავი ქონება) თანამონაწილეობის შემთხვევაში: ღირებულება შეფასებული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების მიერ).

  • საბანკო რეკვიზიტები.

  • ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ.

  • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ.

  • სხვა დოკუმენტაცია (სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში).

  • სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

    • მშენებლობის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში).


წყარო: http://undp.arda.gov.ge

დამატებულია: 12-05-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 35 დღე;




29-04-2020

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის

23-01-2019

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

12-05-2020

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის

28-01-2019

პროექტი ზრდა საქართველოში

28-01-2019

პროექტი ზრდა საქართველოში

29-04-2020

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის

23-01-2019

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

12-05-2020

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ