projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
298


სასოფლო-სამეურნეო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 000077

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის

სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის N235 დადგენილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

კაპიტალური ინვესტირება

  • კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში თითოეულ მონაწილეს გრანტის სახით, მისი ღირებულების 40%-ად გადაეცემა მისაბმელი სკების ტრანსპორტირებისათვის
  • ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი.

ერთი მისაბმელი უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების პირობები:

  • განაცხადის წარდგენისას მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად;
  • საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად;
  • განაცხადის წარდგენის მომენტისათვის სააგენტოსგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული ჰქონდა და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს აღნიშნული ხარვეზი;
  • მეპაიეთა რაოდენობამაღალმთიან დასახლებაში შეადგენს არანაკლებ 9, ხოლოსაქართველოსდანარჩენტერიტორიაზე – 15 ფიზიკურ პირს.
  • იმ შემთხვევაში, თუ წევრები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთარაოდენობამაღალმთიან დასახლებაში შეადგენს არანაკლებ 3, ხოლო საქართველოს დანარჩენტერიტორიაზე –5 სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივს;
  • არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
  • საკუთრებაში აქვს (ბალანსზე აყვანილი) სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკა ფუტკრის ოჯახით.

წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;
  • წევრთა რეესტრის ასლი;
  • ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის თაობაზე;
  • სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა

  • რეგისტრაცია შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (http://www.acda.gov.ge).
  • რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტოს კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახური უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე. ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშო დღეს.
  • იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა დადგენილ ვადაში, განაცხადი დარჩება განუხილველი.
  • ხარვეზის აღმოსაფხვრელად დოკუმენტების სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე სააგენტოს ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით (info@acda.gov.ge).
  • წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ სააგენტოს კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახური პრეტენდენტს უგზავნის დადასტურებას პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე.

მონაწილის ვალდებულებები

მონაწილე ვალდებულია:

  • ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს მისაბმელის ღირებულების 40% საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში:
  • დაიცვას ამ პროგრამით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა;
  • დაიცვას პროგრამით განსაზღვრული სკების მინიმალური რაოდენობა;
  • არ დაუშვას მიღებული მისაბმელის რაიმე ფორმით გასხვისება ან/და ვალდებულებით დატვირთვა.

მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები

  • მონაწილის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, განმახორციელებელი მონაწილეს განუსაზღვრავს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მონაწილე ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა.
  • განმახორციელებლის მიერ დაწესებული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, წყდება მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება.
  • 3 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოსგრანტის სახით მიღებული მისაბმელის ღირებულების სრულად დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

პროგრამის მონიტორინგი

  1. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს ექვემდებარება როგორც პრეტენდენტი, ასევე მონაწილე პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.
  2. მონაწილე პროგრამის ფარგლებში მონიტორინგს ექვემდებარება 5 წლის განმავლობაში.

პროგრამაში რეგისტრაცია დამთავრებულია

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: acda.gov.ge

დამატებულია: 21-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01-01-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 75 დღე;


10-10-2019

ENPARD-ის საგრანტო კონკურსი

28-01-2019

იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების ეკონომიკური გაძლიერება

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი

28-01-2019

მცირე საოჯახო სახლები

28-01-2019

მცირე საოჯახო სახლები

10-10-2019

ENPARD-ის საგრანტო კონკურსი

28-01-2019

იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების ეკონომიკური გაძლიერება

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ