ინდივიდუალური ექსპო გრანტი
ნავიგატორი
504


ინდივიდუალური ექსპო გრანტი

უნიკალური ნომერი: 001739

კონკურსის შესახებ:

Categories:

  • Food & Beverage
    • Fresh Fruits and vegetables
    • Hazelnuts Products
    • Processed Fruits and Vegetables
    • Fruits and Vegetable Juices
    • Spring and mineral water
    • Lemonade
    • Tea
    • Alcoholic beverages
    • Cheese
    • Live Animals
    • Meat and Meat Products
    • Bakery and Confectionery Products
    • Sea Products
    • Honey
    • Herbs and Spices
    • Cereals
    • Oils
    • Energy drink
    • Coffee
    • Dairy products other than cheese
    • Walnuts
    • Almond
  • Fashion, Apparel & Leather
    • Bags
    • Clothes
    • Shoes
    • Accessories
    • Leather
  • Other Industries
    • Toys
    • Veterinary medicine & Food/feed additives
    • Renewable energy
    • Packaging Materials
    • Electronic devices
    • Construction Materials

City: მსოფლიო


Registratiom period
Start: 02 Apr 2024 10:00:00
End: 31 Dec 2024 23:59:00


ინდივიდუალური ექსპო გრანტი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, რომლის საშუალებით კომპანიებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენაში.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ განაცხადის შევსებას და სააგენტოსგან თანადაფინანსების მოპოვებას.

პრიორიტეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი/სია განისაზღვრება გერმანიის საერთაშორისო გამოფენათა ასოციაციის ოფიციალური გვერდიდან, https://www.auma.de/en; სამიზნე საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს.

თანადაფინანსების სქემა:

  • სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა შეიძლება იყოს 80 - დან - 90 პროცენტამდე საწარმოს ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით, მაგრამ ერთ ღონისძიებაზე ერთი ბენეფიციარისთვის არაუმეტეს 5 000 ერთეული ევროს, აშშ დოლარის, ფუნტი სტერლინგის ვალუტაში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
  • ამასთან, თანხის ათვისება ბენეფიციარის მიერ შესაძლებელია, როგორც ერთიანად, ერთ ღონისზიებაზე ასევე, რამოდენიმეჯერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
  • თუ საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელ ქვეყანაში მოქმედებს პროგრამით გათვალიწინებული ვალუტისგან განსხვავებული ფულის ერთეული და ამავდროულად ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მომსახურების ღირებულების განფასება განსხვავებულ ვალუტაში ხდება, მაშინ პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია ინვოისი ან/და შესაბამისი გადახდის დოკუმენტი წარმოადგინოს აშშ დოლარში.

საწარმოს კატეგორია

სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება

მესამე კატეგორიის საწარმო

80% (არაუმეტეს 5000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა)

მეოთხე კატეგორიის საწარმო

90% (არაუმეტეს 5000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა)

თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საწარმოს ზომით კატეგორიაზე. ბენეფიციარის მიერ ინვოისის და სრული გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდგომ ანაზღაურდება თანხა თანადაფინასების ცხრილის შესაბამისად (სააგენტო ბენეფიციარს ურიცხავს თანხას), ღონისძიების დასრულებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში.

საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ ღონისძიებასთან დაკავშირებული, გაწეული ან/და გასაწევი მიზნობრივი/კვალიფიციურიხარჯის მიხედვით. სააგენტოს თანადაფინანსების თანხა გამოითვლება აღნიშნული ჯამის შესაბამის პროცენტულ ოდენობაზე გამრავლებით. ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელიც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სააგენტოს მხრიდან არ ანაზღაურდება.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან ანაზღაურდება:

  • ღონისძიების ფარგლებში სივრცის ქირავნობა;
  • ღონისძიების ფარგლებში სტანდარტული სტენდის მშენებლობა - ე.წ. ,,standard booth/Shell Scheme* (ღონისძიების ორგანიზატორის მიერ გადაცემული);
  • ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აუცილებელი და მათ შორის სავალდებულო მარკეტინგული (კატალოგში დაბეჭდვისა და გამოფენის ვებგვერდზე განთავსების ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სარეგისტრაციო, დასუფთავების ან/და დაზღვევის ხარჯები, ხოლო მომსახურების სექტორისათვის მონაწილეობის / ბილეთის საფასური;

ამასთან, სივრცე და მასზე აშენებული სტენდი ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 20 კვ.მ (იგულისხმება თანადაფინანსების თანხის გავრცელების მასშტაბი).

რეგისტრაცია


წყარო: აწარმოე საქართველოში

დამატებულია: 04-04-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 245 დღე;






09-01-2024

1 წუთიანი ფილმების კონკურსი

04-04-2024

ფესტივალების საგრანტო კონკურსი

29-01-2024

SELECTUSA PITCH COMPETITION 2024

11-08-2023

მერები ეკონომიკური განვითარებისთვის 2 TA

11-08-2023

მერები ეკონომიკური განვითარებისთვის 2 TA

09-01-2024

1 წუთიანი ფილმების კონკურსი

04-04-2024

ფესტივალების საგრანტო კონკურსი

29-01-2024

SELECTUSA PITCH COMPETITION 2024


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ