სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 01-05-2019-ის სიახლეები


იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებსაც მიმდინარე წლის 30 აპრილამდე 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ სასესხო/საკრედიტო ვალდებულებები გააჩნდათ, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკში დოკუმენტაციის წარდგენის თავდაპირველი თარიღი ერთი თვით, 2019 წლის 30 აპრილამდე იყო გახანგრძლივებული.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: bpn.ge




2019 წლის 30 აპრილის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 72.80 (+ 0,76) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63.91 (+ 0,41) დოლარი/ბარელზე.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: imedinews.ge




iPhone-ის გაყიდვები პირველი კვარტლის განმავლობაში განსაკუთრებით დაეცა და ეს მარტის ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა მაჩვენებელი სტაბილურ ნიშნულს ინარჩუნებს. ამის შესახებ BBC წერს.

Apple-ის განცხადებით, iPhone-ის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 17%-ით, 31 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს, რომ მონაცემების მიხედვით გაყიდვები უფრო გააქტიურდა მარტის ბოლოს, მათ შორის ჩინეთის ბაზარზეც, სადაც კომპანიამ მობილურზე ფასები მოთხოვნის გაზრდის მიზნით შეამ

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: imedinews.ge




1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა ეძლევა, ელექტროენერგია ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ.

აღნიშნული მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას შეამსუბუქებს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყება.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: pia.ge




ევროპის ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა. სტოკჰოლმში დაფუძნებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, უკრაინაში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, თავდაცვის ხარჯების გაფართოება ძირითადად რუსეთისგან მომავალ საფრთხეს უკავშირდება.

დოკუმენტის მიხედვით, შარშან უკრაინაში სამხედრო დაფინანსება 21 პროცენტით გაიზარდა. მსგავსი მატება დაფიქსირდა ბულგარეთში, რუმინეთში, ლატვიასა და ლიეტუვაშიც.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: imedinews.ge




დღემდე კონტროლს მიღმა არსებული მომსახურების სფერო, სექტემბრიდან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

საშიშპირობებიანი ობიექტების შემდეგ შრომითი უსაფრთხოების ნორმები ნებისმიერი პროფილის დაწესებულებაში შემოწმდება. შრომის ინსპექციას უფლება ექნება, რომ რესტორნებში, სავაჭრო ობიექტებზე

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: 1tv.ge




ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის ამოცანებში ერთ-ერთი წამყვანი ხაზი ანალიტიკური მიმართულების გაძლიერებაა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებასა და უკვე მოქმედი რეგულაციების მონიტორინგის ღია სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პირველი არხის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას განაცხადა.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: 1tv.ge




მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთიდან ახალი ავიამიმართულებები დამამი-თბილისი, რიადი-ბათუმი დაანონსა.

მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიაკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანასშორის შედგა.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: pia.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ