iPhone-ის გაყიდვები რეკორდული ტემპით დაეცა

iPhone-ის გაყიდვები პირველი კვარტლის განმავლობაში განსაკუთრებით დაეცა და ეს მარტის ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა მაჩვენებელი სტაბილურ ნიშნულს ინარჩუნებს. ამის შესახებ BBC წერს.

Apple-ის განცხადებით, iPhone-ის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 17%-ით, 31 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს, რომ მონაცემების მიხედვით გაყიდვები უფრო გააქტიურდა მარტის ბოლოს, მათ შორის ჩინეთის ბაზარზეც, სადაც კომპანიამ მობილურზე ფასები მოთხოვნის გაზრდის მიზნით შეამცირა.