ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ნავიგატორი
1651


ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

 ► დღეს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში  საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით  შეხვედრა გაიმართა,  ღონისძიებაზე განხილული იქნა  ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკები და მათი მართვის გეგმის შემუშავება მუნიციპალურ დონეზე. შეხვედრას RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი,  ბოლნისის მერის მოადგილე და   მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 ► აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა  (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას,  რომელიც შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, სწორედ ამიტომ პროექტი მოიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით  საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, პროექტის ფარგლებში, 2019 წლის გაზაფხულზე, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის, ორგანიზებით, კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები გაიმართა  ასპინძის, ახალციხის, გორის, ქარელის, ხაშურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან, სადაც  განიხილეს საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ 17 მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობები და სამომავლო გეგმები, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა კი შემდგომი თანამშრომლობისა და მათი რესურსებიდან გამომდინარე, სრული მხარდაჭერისა და მობილიზების სურვილი გამოთქვეს.

 ► შოთა კუბლაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი:

-ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ კატასტროფის რისკების შემცირების ღონისძიებებს. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავებას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ძირითადი კატასტროფები, რის შემდეგაც მერიასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ვიმუშავებთ, რომ დავხვეწოთ გეგმა და დავსახოთ პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების ღონისძიებები.

29-08-2019

წყარო: bolnisi.ge

31-03-2019

მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება

12-09-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

25-03-2019

„ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

31-03-2019

მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება

12-09-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

25-03-2019

„ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ