შვედეთის პარლამენტის დელეგაცია თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ
ნავიგატორი
2210

შვედეთის პარლამენტის დელეგაცია თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ

► 28 აგვისტოს შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და პარლამენტის ფრაქციების ლიდერები, საქართველოში შვედეთის ელჩთან ერთად, თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ.

► თბილისის კრიზისული ცენტრი 2016 წელს, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 2010-2018 წლებში გაეროს ერთობლივი პროგრამის გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტის ფარგლებში, შვედეთის დაფინანსებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ცხელი ხაზი 116006, მსხვერპლთა ოთხი თავშესაფარი და თბილისის გარდა, სხვადასხვა რეგიონში კიდევ ორი კრიზისული ცენტრი ამოქმედდა. ეს სერვისები ამჟამად სახელმწიფოს დაფინანსებით ფუნქციონირებს.

► გაეროს ერთობლივი პროგრამა "გენდერული თანასწორობისთვის" შვედეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი და იგი გაეროს სამი სააგენტოს — გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

► შეხვედრისას შვედეთის პარლამენტისა და საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. „ადამიანის უფლებები და ქალთა უფლებები თავისუფალი და ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტია და შვედეთის სახელმწიფო მსოფლიოს ყველა კუთხეში ამ პრინციპის ერთგულია", - აღნიშნა შეხვედრაზე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეს ნორლენმა.

29-08-2019

წყარო: UN Women Georgia

16-05-2019

მერკელის თქმით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აუცილებლად აშენდება

22-03-2019

საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება

02-05-2019

კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის

24-04-2019

ახალი კომპანია პანდა აპირებს, სარეკლამო ბაზარზე ერთფეროვნებას დაუპირისპირდეს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ