„EIB-ის მიერ აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ლარიზაცია გახდა“
ნავიგატორი
1507


„EIB-ის მიერ აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ლარიზაცია გახდა“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული 100 მლნ ევროს სესხის პროფილის შეცვლის მიზეზს განმარტავს. 

საქმე იმაშია, რომ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა. პროექტის სახელწოდება იყო „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავების, რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც EIB საქართველოს 100 მლნ ევროს, რომელიც შემდეგ ბანკების გავლით ფერმერებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში უნდა გადასესხებულიყო ანუ სახელმწიფო გადაასესხებდა ბანკებს და შემდეგ ისინი ფერმერებს დააკრედიტებდნენ; 

თუმცა რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველომ „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს“ აგროსექტორისთვის გამოყოფილი 100 მლნ უკან დაუბრუნა. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში თქვა, რომ მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს და შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8%-9%-იანი გამოდიოდა, რაც, მისივე თქმით, არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა, ამ სესხზე უარი ეთქვა. 

Bm.ge EIB-თან სასესხო ხელშეკრულების შესახებ მეტი დეტალით დაინტერესდა და სწორედ ამ მიზნით, მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს ნიკოლზ გაგუას ესაუბრა, რომლის საკურატორო სფეროს სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთნ ურთიერთობა წარმოადგენს. 

ნიკოლოზ გაგუამ 100 მლნ ევროზე უარის თქმის ორი დამატებითი მიზეზი დაასახელა - ლარიზაციის პოლიტიკა და საირიგიციო ინფრასტუქტურის მოწყობის საჭიროება. 
კერძოდ, მინისტრის მოადგილემ განაცხადა და EIB-სა და საქართველოს შორის ფინანსური ხელშეკრულების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების განმარტების ბარათშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავების მშენებლობა და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებადაა მიჩნეული. 

„ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების გამო, ირიგაციის საჭიროებები კიდევ უფრო გამძაფრდა, ამიტომ ძალიან კრიტიკულად დგება ირიგაციის სისტემების განვითარების და გაძლიერების საჭიროება. ამ მიმართულებით, ჩვენ მარტო ევროპის საინვესტიციო ბანკთან არ ვსაუბრობთ; გვქონდა საუბარი მსოფლიო ბანკთანაც, როგორ მოვახდინოთ დონორების კონცენტრაცია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ და დასძინა, რომ თითქმის მიღწეულია შეთანხმება EIB-თან, რომ 100 მლნ ლარი, სწორედ ირიგაციის მიმართულებით იქნას ათვისებული. 

რაც შეეხება მეორე ფაქტორს - ლარიზაციას, რაც 100 მლნ ევროს სესხის უკან დაბრუნების და EIB-ის ფინანსური რესურსისთვის პროფილის მიზეზი გახდა, ნიკოლოზ გაგუა ღიად ამბობს, რომ მთავრობამ ფერმერების მიერ ევროში სესხის აღება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. 

საქმე იმაშია, რომ EIB-ის მიერ სახელმწიფოსთვის ნასესხები 100 მლნ ევრო, გაგუას თქმით, მთავრობას ბანკებისთვის ასევე ევროში უნდა გადაესესხებინა, რითაც თავის მხრივ, ბანკებიც ფერმერებს ევროში დააკრედიტებდნენ. 

„ბანკებისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. სავალუტო პოზიციის დაცვა ანუ ისინი თუ აიღებდნენ სესხს ევროში, მათი ლარში გაცემა გართულდებოდა. ბუნებრივია, გახსოვთ, ჩვენი ლარიზაციის რეფორმა ამას დაემთხვა... გიდასტურებთ ლარიზაციაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფერმერების დონეზე სავალუტო რისკის მინიმიზაცია მომხდარიყო, ამიტომ ევროს სესხების საბოლოო მომხმარებლებამდე მისვლა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. ვთვლი, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმ სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ერთად, რომელიც ლარიზაციის რეფორმასთან წინააღმდეგობაში მოდოდა“, - განმარტა გაგუამ. 

ამასთან, Bm.ge-ის კითხვაზე - რატომ არ შეიძლებოდა, მთავრობას ბანკებისთვის 100 მლნ ევრო ლარში გადაესესხებინა და შესაბამისად, საფინანსო სექტორსაც კრედიტები ლარში გაეცა, მინისტრის მოადგილეს შემდეგი პასუხი ჰქონდა: 

„ჩვენ, ბუნებრივია, ეს თემა განვიხილეთ; მათ შორის კონსულტაციები გავიარეთ სავალუტო ფონდთანაც. ეს (ბანკებისთვის ლარში გადასესხება) მთავრობის მიერ საკრედიტო რისკების აღებას ნიშნავდა, რაც შეიძლება გაუმართლებელი ხარჯი ყოფილიყო, რომლის გაწევაც ჩვენ - გადასახადის გადამხდელებს მოგვიწევდა და ვთვლით, რომ ეს რისკები გადასახადის გადამხდელებზე არ უნდა გადასულიყო“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. 

23-02-2019

წყარო: bm.ge

01-05-2019

დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

21-02-2019

„ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის

11-03-2019

უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა

13-05-2020

პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს.

13-05-2020

პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს.

01-05-2019

დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

21-02-2019

„ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის

11-03-2019

უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ