იანვარ-თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით, იმპორტი კი 0.1%–ით გაიზარდა
ნავიგატორი
1482


იანვარ-თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით, იმპორტი კი 0.1%–ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 505.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.8მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა118.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 304.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5 პროცენტს შეადგენს.

2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (81.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (58.4 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (39.6 მლნ. აშშ დოლარი).

ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (194.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (142.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (126.0 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (233.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (203.6 მლნ. აშშ დოლარი)და მესამე ადგილზე აზერბაიჯანი (184.4 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან კი, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 78.3 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები,56.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 51.2 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 101.2 მლნ. აშშ დოლარიდა მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 88.7მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 71.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი).

19-03-2019

წყარო: bpn.ge

31-03-2019

6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც ერთ დღეში ამოქმედდება

05-04-2019

Messe Frankfurt-ის გამოფენა ხორცის სფეროში IFFA

17-02-2019

იდეების კონკურსი

26-03-2019

რომელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია

26-03-2019

რომელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია

31-03-2019

6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც ერთ დღეში ამოქმედდება

05-04-2019

Messe Frankfurt-ის გამოფენა ხორცის სფეროში IFFA

17-02-2019

იდეების კონკურსი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ