აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობა სომხეთში
ნავიგატორი
1237


აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობა სომხეთში

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია Green Lane (სომხეთი) პარტნიორობით, 18-21 ოქტომბერს, ახალგაზრდულ რეგიონულ კამპანიას -"აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობა სომხეთში" - გამართავს.

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები სომხეთის 4 რეგიონს - ერევანს, ლორს, შირაკსა და ტავუშს ეწვევიან, სადაც მათ, შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ:

 

  • სოციალური და მწვანე საწარმოები;
  • საერთო სამუშაო სივრცეები (Co-working Spaces);
  • სამეწარმეო ეკოსისტემის ორგანიზაციები;
  • ინოვაციური ცოდნის ჰაბები, რომლებიც ამავე პროექტის ფარგლებში სომხეთში, სამ მუნიციპალიტეტში - ლორი, შირაკი და ტავუში, შეიქმნა.

 

ღონისძიების მიზანია, აამაღლოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სოციალური და მწვანე მეწარმეობის ეკოსისტემის შესახებ, ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციასა და დაახლოებას სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, გააცნოს, ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოდელი სომხეთში და საფუძველი ჩაუყაროს ცოდნის ჰაბების წევრი ახალგაზრდების სამომავლო, რეგიონულ თანამშრომლობას.

 

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ გორში, ახმეტასა და ნინოწმინდაში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს.

 

ჩატარების დრო: 18-21 ოქტომბერი.

 

მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/5zbJ3ucjcH5c9xhA9

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა - 7 ოქტომბერი, 23:59 საათი

 

*მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, აპლიკანტი იყოს სრულად ვაქცინირებული და გამგზავრების მომენტისთვის ფლობდეს საზღვარგარეთის პასპორტს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

natela.lagurashvili@cenn.org

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ CENN, Green Lane NGO და KRDF. პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების გზით.

04-10-2021

წყარო: CENN

29-05-2019

GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება

20-01-2023

Türkiye Scholarships 2023 Applications

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება

05-06-2019

კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს

05-06-2019

კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს

29-05-2019

GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება

20-01-2023

Türkiye Scholarships 2023 Applications

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ