|
346 |
---|
ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022’ დაიწყო
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora, ყველაზე გამორჩეული ღონისძიება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში, განაცხადების მიღებას იწყებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, ყოველწლიურად აცნობს საზოგადოებას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ CSR-ის სფეროში განხორციელებულ პროექტებს და მათ შორის საუკეთესოებს აჯილდოებს. კონკურსი, რომელშიც დაარსებიდან 90-მდე კომპანიამ, 200-ზე მეტი CSR პროექტით მიიღო მონაწილეობა, მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR პრინციპები და მიდგომები, გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის. წელს ბიზნეს კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსის შემდეგ კატეგორიებში:
კონკურსის ფარგლებში „გრანპრი“ გადაეცემა:
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს, გამოავლენს გამარჯვებულს საქმიანობის სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით. კონკურსში განაცხადებიბს წარდგენა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. დაჯილდოების ღონისძიება 2023 წლის ზაფხულში გაიმართება. ლელა ხოფერია, CSRDG-ის კორპორაციული პასუხიმსგებლობის პროგრამის კოორდინატორი კონკურსის შესახებ: „კონკურსის მიზანია, საუკეთესო პროექტების გამოვლენასა და აღიარებასთან ერთად, დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ საკუთარი CSR პროგრამები და მიდგომები. ამიტომაც კონკურსი შეიცავს განვითარებაზე მიმართულ მნიშვნელოვან კომპონენტებს – ყველა მონაწილე კომპანიას დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ მიეწოდება ჟიურის უკუკავშირი და რეკომენდაციები წარდგენილ პროექტებზე; არაერთი კომპანიისაგან გაგვიგია, რომ Meliora-ში მონაწილეობამ მათ ახლებურად დაანახა საკუთარი CSR საქმიანობა და წინსვლაში დაეხმარა.“ კონკურსის კატეგორიების, განაცხადის ფორმისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: www.meliora.ge კონკურსი ყოველწლიურად კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს. წლევანდელი კონკურსის მხარდამჭერები არიან: აწარმოე საქართველოში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; იტალიის საელჩო საქართველოში; შვეიცარიის საელჩო საქართველოში; ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA); ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სააგენტო (SARAS); ბიზნეს საქართველო; გაეროს ქალთა ორგანიზაცია; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია; საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ: კონკურსი იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ: CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); გამოსცა სახელმძღვანელო CSR-ის თემაზე მცირე და საშუალო კომპანიებისათვის; ასევე დააფუძნა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora”. დამატებითი ინფორმაციისათვის, მოგვმართეთ: სალომე თოფურიძე, PR ექსპერტი, CSRDG ტელ: (+995) 599 326 555 ელ. ფოსტა: salometopuridze@csrdg.ge
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის |
20-12-2022
წყარო: ევროკავშირი
22-02-2019 საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება |
---|
18-04-2023 2023 Title VIII (Research and Training on Eastern Europe and Eurasia) |
16-08-2022 მარნეულსა და ლაგოდეხში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების მხარდასაჭერი პროგრამა იწყება |
13-03-2019 საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით გაიზარდა |