|
| 1179 |
|---|
ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები
| ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ფონდი აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
პროგრამით ფინანსდება ერთსემესტრიანი კვლევითი ვიზიტი პოლონეთის კვლევით ცენტრებში. გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელ და სადაზღვევო ხარჯებს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი მარტი.
პროგრამით ფინანსდება ორსემესტრიანი სასწავლო ვიზიტი პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი). გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელი და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებას, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი მარტი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორებს მეილზე: kirkland@kirkland.edu.pl
|

20-01-2023
წყარო: ლეინ კირკლენდის ფონდი
|
20-02-2019 BDO-მ „აწარმოე საქართველოში" ეფექტიანობა შეაფასა |
|---|
|
16-05-2019 ნათია თურნავა - დინამიკური ეკონომიკური ზრდის მიღწევა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია |
|
23-09-2021 European Union in Georgia |
|
22-03-2019 „ანაკლია არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას" |